Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ტოპ-10 ბესტსელერი გამომცემლობისგან „წიგნები ბათუმში“|VENUE

გთავაზობთ ტოპ-10 ბესტსელერს გამომცემლობისგან „წიგნები ბათუმში“:

fc809e85-8efb-4f9f-aff5-d14adcb4497f

მე. შენამდე (ჯოჯო მოიესი)

ლუ კლარმა ბევრი რამ იცის. მაგალითად, რამდენი ნაბიჯია ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე, იცის, რომ თავისი სამუშაო მოსწონს და იმასაც ეჭვობს, რომ თავისი შეყვარებული, პატრიკი სულაც არ უყვარს. თუმცა, ლუს წარმოდგენაც არ აქვს, ცოტა ხანში სამსახურს რომ დაკარგავს და ის, რასაც მომავალი უმზადებს, მის სიცოცხლეს მთლიანად შეცვლის.

უილ ტრეინორმა იცის, რომ ავარიამ სიცოცხლის სურვილი წაართვა. მის გარშემო ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა და გამოიფიტა. იმის შესახებაც იცის, თუ როგორ მოუღოს ამ ყველაფერს ბოლო. თუმცა, უილმა არ იცის, რომ მალე მის სოცოცხლეში ლუ გამოჩნდება და ყოველდღიურობას კვლავ დაუბრუნდება ფერები.

მთარგმნელი: ნინო ბაიდაური
რედაქტორი: სალომე უსტარაშვილი
სტილისტ-კორექტორი: თემურ ზოიძე
ყდის დიზაინერი: ნატალია ავალიანი

“ღია ლურჯ ცას გავხედე და ორი ადამიანის ისტორია მოვუყევი. იმ ორი ადამიანისა, რომლებიც, წესით, ერთმანეთსაც კი არ უნდა შეხვედროდნენ და რომელთაც ერთმანეთი გაცნობისას სულაც არ მოსწონებიათ. მაგრამ მერე
მიხვდნენ, რომ ის ორადორი ადამიანი იყვნენ ამ სამყაროში ერთმანეთისთვის, რომელთაც ერთმანეთის გაგება შეეძლოთ. მოვუყევი, რა თავგადასავლები გადახდათ, რა ადგილები მოიარეს, რა ნახეს, რა განიცადეს, ყველაფერი, რასაც მანამდე ვერასდროს წარმოიდგენდნენ. მის წინ ჰაერში ვხატავდი დამუხტული ნაწილაკებით მოციმციმე ცას, ნაირფერ ზღვებსა და საღამოებს, რომლებიც ხმამაღალი სიცილითა და სულელური ხუმრობებით იყო სავსე.”

bbd00522-0725-4803-8fd2-4d122fc6a255

ემა (ჯეინ ოსტინი)

ჯეინ ოსტინის “ემა” პირველი წიგნია “უკვდავი ბიბლიოთეკის” სერიიდან. ამ წიგნის გამოცემა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. ყდის ამ შესანიშნავი დიზაინისთვის განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნატალია ავალიანს. წიგნი ხელმისაწვდომი მაისის ფესტივალზე იქნება kiki emoticon

მთარგმნელი: ანა მაყაშვილი

“ემა ვუდჰაუზი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი იყო, კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. მასში თითქოს თავი მოეყარა ყოფიერების სიკეთეებს და ლამის უკვე ოცდაერთი წელი ამქვეყნად ისე გაეტარებინა, რომ ტკივილისა და დარდის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდა.
ემას მამას – ძალიამ მოსიყვარულე, თვინიერ კაცს – ორი ქალიშვილი ჰყავდა. დებს შორის უმცროსი ემა გახლდათ, რომელიც უფროსი დის გათხოვების შემდეგ მამისეულ სახლში ადრეული ასაკიდანვე დიასახლისობდა. დედა იმდენი ხნის წინ გარდასცვლოდა, რომ ემას მისი ალერსი ბუნდოვნად თუ ახსოვდა, მისი ადგილი კი აღმზრდელს დაეკავებინა – არაჩვეულებრივ ქალს, რომლის მზრუნველობა და სითბო დედობრივს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მის ტეილორს მისტერ ვუდჰაუზის სახლში ცხოვრების თექვსმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და უფრო მეგობარი ეთქმოდა, ვიდრე აღმზრდელი. მას ვუდჰაუზის ორივე ქალიშვილი უყვარდა, მაგრამ ემა – გამორჩეულად. ამ ორის სიახლოვე დებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „აღმზრდელი“ ერქვა, მის ტეილორს თავისი დამყოლი ბუნება არ აძლევდა სიმკაცრის საშუალებას; მას მერე კი, რაც ავტორიტეტის ისედაც მკრთალი კონტურები წარსულს ჩაჰბარდა, ის და ემა ერთგული მეგობრებივით ცხოვრობდნენ და ორმხრივი გრძნობები აკავშირებდათ. ემა მის ტეილორს აზრს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას თავისი შეხედულებისამებრ განაგებდა; ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა და მის მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეც სწორედ აქ იმალებოდა: მას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება და საჭიროზე უკეთესი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამიტომ მხოლოდ თავის ჭკუაზე დადიოდა. ეს არასახარბიელო გარემოება მის არაერთ ცხოვრებისეულ სიამეს ემუქრებოდა გაუფერულებით, თუმცა საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთივს უბედურების წყაროს ოდნავაც არ წარმოადგენდა.”

fb17c6c3-4f66-4f2f-a1fa-41614ed83fb3

ჩემოდანი. უცხოელი ქალი. (სერგეი დოვლატოვი)

“უკვდავი ბიბლიოთეკის” მეორე წიგნი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის, სერგეი დოვლატოვის ორ რომანს – “ჩემოდანსა” და “უცხოელ ქალს” აერთიანებს. ორივე რომანი ავტობიოგრაფიულია და შესანიშნავი იუმორითა და გონებამახვილობით მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყოფას, ემიგრაციასა და შტატებში ცხოვრების თავისებურებებს. სახალისო და სევდიანი ისტორიები, იმედგაცრუების, სიყვარულის, სიძულვილის, ტერორისა და თავისუფლების გულწრფელად მოყოლილი ამბები, ცოცხალი, ნათელი პერსონაჟები რეალისტურად და შეულამაზებლად ასახავს 70-80-იანი წლების საბჭოთა ადამიანების ცხოვრებას.

მთარგმნელები: “ჩემოდანი” – ირაკლი ჯავახაძე;
“უცხოელი ქალი” – ქეთი ჩართოლანი

ყდის დიზაინი – ნატალი ავალიანი

“არსებობს მონაცემები, რომელთა ერთობლიობაც ნებისმიერ ადამიანს ნომენკლატურული წინსვლის გარანტიას აძლევს. ამისათვის ოთხ პრიმიტიულ თვისებას უნდა აკმაყოფილებდე: უნდა იყო რუსი, პარტიელი, გონიერი და ფხიზელი. ამასთან, აუცილებელია ამ ოთხივე თვისების ერთად ქონა. რომელიმე მათგანის არარსებობა მთელ კომბინაციას აზრს უკარგავს. რუსი, პარტიელი, გონიერი, ლოთი – არ გამოდგება. რუსი, პარტიელი, ფხიზელი, სულელი – უმაქნისი ფიგურაა. უპარტიო, რომელიც დანარჩენ სამ არაჩვეულებრივ თვისებას ფლობს – ეჭვებს ბადებს. და ბოლოს, ფხიზელი, გონიერი, ებრაელი კომუნისტი – ასეთი ტიპი მეც კი მაღიზიანებს.”

2d84d4bc-4c25-4883-b7d4-fc3c0aace2b4

დიუნი (ფრენკ ჰერბერტი)

არ არსებობს შეფასება, რომელიც ფრენკ ჰერბერტის „დიუნისთვის“ გადაჭარბებული იქნებოდა. წიგნს, რომელმაც ავტორს „ნებულას“ ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. „დიუნი“ არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა.

საკულტო – სწორედ ეს სიტყვა ეხამება საუკეთესოდ ფრენკ ჰერბერტის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ ნაწარმოებს.

მკითხველს წინ წარმოუდგენელი და სრულიად ფანტასტიკური ისტორია ელოდება, რომელიც სანელებლებივით სურნელოვანი და მწველი უდაბნოსავით უკიდეგანოა.

მთარმნელი – ნინო ბარძიმიშვილი
რედაქტორი – ნათია მენაბდე
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ესაა წიგნი პოლ მუად’დიბზე, ცოცხალ წმინდანზე, ვინც მართავს ეტლს, რომელშიც რელიგია და პოლიტიკა ერთად სხედან; ბიჭზე, ვინც კაცივით ლაპარაკობს, რომელმაც უდაბნოში იმოგზაურა და წყლები იხილა, მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება. ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.

ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ჰავად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, „რომელიც დიუნის სახელითაა ცნობილი“.

13094284_557589521088360_4377950567606677598_n

მარსის ქრონიკა (რეი ბედბერი)

მაისის წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” უამრავ ახალ წიგნს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთია რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკის“ შევსებული გამოცემა. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ამ წიგნისა და ავტორის მნიშვნელობა კარგად მოეხსენებათ, შესაბამისად, დიდია მოლოდინიც.

სრულ „მარსის ქრონიკაში“ , გარდა ძველი თარგმანებისა, შესულია უამრავი მოთხრობა, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” ნაწილობრივ იცვლის ფორმატს და დიდი მოცულობის ნაწარმოებებს მკითხველს სქელ გარეკანში შესთავაზებს. “მარსის ქრონიკაც”, მისი ზომისა და მნიშვნელობის გამო სქელი ყდით გამოვა.

ყდის დიზაინი: ნათია ზარანდია

“დიდი თვალი სივრცეში დაფარფატებდა. დიდი თვალის უკან, მეტალის მექანიზმებს შორის მიმალულიყო კაცის მცირე თვალი, რომელიც მილიონობით მილით დაშორებული უამრავი ვარსკვლავის მფეთქავ სინათლეებს შეუჩერებლად აკვირდებოდა.”

3da05c4d-9299-4f53-8f9f-5022b2eeb93a

ბრიჯიტ ჯონსის დღიური (ელენ ფილდინგი)

ბრიჯიტს მიაჩნია, რომ ყველა მისი პრობლემა მოგვარდება თუ 3 კილოს დაიკლებს, მოწევას თავს დაანებებს და თვითგანვითარებას მეტ დროს დაუთმობს. ის საკუთარ თავს პირდება, რომ სავარჯიშო დარბაზში კვირაში სამჯერ ივლის და იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტები მხოლოდ სენდვიჩის ყიდვით არ დასრულდება, გაიცნობს ადამიანს, რომელთანაც სრულფასოვანი ურთიერთობა ექნება და, ბოლოს და ბოლოს, ისწავლის როგორ ჩაწეროს სატელევიზიო პროგრამები ვიდეოკასეტებზე.

საკულტო წიგნის გამოცემიდან 20 წელი გავიდა, მესამე ფილმის მოლოდინში კი მის წაკითხვას ქართულ ენაზე უკვე მაისში შეძლებთ.

მთარგმნელი: ნინა ჭავჭავაძე
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

“როცა ვიღაც მიგატოვებს, გარდა უმისოდ დარჩენისა, გარდა იმისა, რომ თქვენი ერთად აშენებული პატარა სამყარო ჩამოინგრა და ყველაფერი, რასაც აკეთებ და ხედავ მის თავს გახსენებს, ყველაზე უარესი მაინც იმაზე ფიქრია, რომ გამოგცადეს და საბოლოოდ ადამიანმა, რომელიც გიყვარდა, ბეჭედი დაგარტყა: „უარყოფილია“. როგორ შეიძლება არ მიგატოვონ, თუკი ისეთივე თავდაჯერებული ხარ, როგორიც ბრიტანულ რკინიგზის სადგურზე დამზადებული ვადაგასული სენდვიჩი?”

9167b931-dfa3-4112-9afa-022b00744d66

მე ის მიყვარდა (ანა გავალდა)

„მე ის მიყვარდა“ მეტად უცნაური რომანია თავისი ლიტერატურული მინიმალიზმით – მთელი წიგნი დიალოგებით გამხელილი შიშები, ღალატი, ტკივილი, იმედგაცრუება, გაუცხოება და სასოწარკვეთაა. ახალგაზრდა ქლოე ქმარმა მიატოვა და მწუხარებისგან განადგურებული, სიმშვიდეს ვერ პოულობს. მხოლოდ ერთ საღამოს, ვახშმობისას თავის მამამთილთან – პიერთან საუბრისას შეძლებს თავის ტრაგედიას შეხედოს მეორე მხრიდან და დაფიქრდეს, თუ რას შეიძლება გრძნობდეს მოღალატე ქმარი.

ცნობილი ფრანგი მწერლის ანა გავალდას უჩვეულოდ გულახდილი რომანი „მე ის მიყვარდა“ განსაკუთრებით საინტერესო და ემოციურია, რადგან ეს წიგნი 2002 წელს სწორედ ავტორის ქმართან განშორების შემდეგ გამოიცა და ნახევად ავტობიოგრაფიულია.

მთარგმნელი: ეკატერინე ბაკურაძე
რედაქტორი: ნიცა ბუხრიკაშვილი
ყდის დიზაინერი: ნატალია ავალიანი

“მაშინაც კი, როცა ჩუმად ვართ, როცა ერთმანეთს არ ვეხებით, ან სულაც, როცა სხვადასხვა ოთახებში ვართ, არ მბეზრდება. არასდროს მბეზრდება. ალბათ, იმიტომ, რომ გენდობი, შენც და შენს ფიქრებსაც. გესმის რასაც გეუბნები? ყველაფერი მიყვარს შენში, რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ. თუმცა ყველა შენი ნაკლი ვიცი. მაგრამ იცი რა? მე მგონია, რომ შენი უარყოფითი მხარეები ჩემს ღირსებებს მშვენივრად ავსებენ. შიშებიც კი სრულიად განსხვავებული გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი დემონები თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ! შენ უკეთესი ხარ, ვიდრე გინდა, რომ ჩანდე, მე კი – პირიქით.”

9f9f6817-b0de-46a7-9c0d-41cfa870a196

ქარის სახელი (პატრიკ როთფუსი)

2007 წელს პატრიკ როთფუსი შეუჩერებელი ტაიფუნივით შეიჭრა ფენტეზის სამყაროში და ელვისებური სიჩქარით დაიმკვიდრა თავი, როგორც ჟანრის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და პოპულარულმა ავტორმა. მის მიერ შექმნილ სამყაროზე უკვე იღებენ ფილმს, სატელევიზიო შოუს და ქმნიან ვიდეოთამაშს. დროის მცირე მონაკვეთში მისი საავტორო დებიუტი „ქარის სახელი“ 16 ენაზე თარგმნეს, მოიგო კრიტიკოსებისა და მკითხველთა გულები და ორ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.

მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ როთფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ პირველ წიგნ „ქარის სახელს“ ქართულ ენაზე წარმოგიდგენთ!

მთარგმნელი: ქეთევან ჯაყელი
რედაქტორი: ლევან ცაგარელი
ყდის დიზაინერი: ნატალია ავალიანი

“მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. უნივერსიტეტიდან ისეთ ასაკში გამრიცხეს, სხვები სწავლას რომ იწყებენ. მთვარის შუქზე ისეთ გზებზე მივლია, რომელთაც სხვები მზის სინათლეშიც არ ახსენებენ. მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი.”

c1f83b9f-5829-4c7f-9dc5-8a78183489b3

მექანიკური ანგელოზი (კასანდრა კლერი)

წარმოგიდგენთ კასანდრა კლერის ახალ სერია “ჯოჯოხეთური მექანიზმების” პირველ წიგნს “მექანიკური ანგელოზი”. “სასიკვდილო იარაღების” სერიის მოყვარულებისთვის ეს სამყარო უცხო არ იქნება, თუმცა თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის ნაცვლად, მკითხველი მეცხრამეტე საუკუნის ვიქტორიანულ ბრიტანეთში გადაინაცვლებს.

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

“დემონი აფეთქდა და იქაურობა მისი სისხლითა და შიგნეულობით მოისვარა. უილიამ ჰერონდეილი მთელი ძალით დაეჯაჯგურა და ხანჯლის ამოძრობას შეეცადა, მაგრამ დააგვიანდა. დემონის სისხლის მომწამვლელმა მჟავამ იარაღის ლაპლაპა პირი სანახევროდ შეჭამა. უილიამმა შეიკურთხა და იარაღი გადააგდო. ის მყრალ გუბეში ჩავარდა და, ანთებული ასანთის დარად, კვამლი აუშვა. დემონი, რა თქმა უნდა, გაქრა. უკან დაუბრუნდა თავის ჯოჯოხეთურ სამყაროს.”

43a3a086-0971-4860-a9f2-a828e750efcd

ილაპარაკე (ლორი ჰოლც ენდერსონი)

ეს ლექსი ლორი ჰოლც ენდერსონმა დაწერა იმ ათასობით წერილსა და მეილზე დაყრდნობით, რომლებიც “ილაპარაკეს” მკითხველისგან მიიღო.

მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

“თქვენ:
მეც გამაუპატიურეს,
მეშვიდე კლასში სექსუალურად იძალადეს,
მეათე კლასში, გამოსაშვებ საღამოზე, ზაფხულში,
წვეულებაზე,
16 წლის ვიყავი
14 წლის ვიყავი
5 წლის ვიყავი და ეს სამი წელი გრძელდებოდა.
მე ის მიყვარდა
მას არც კი ვიცნობდი.
ის ჩემი დაქალის ძმა იყო,
ბაბუაჩემი, მამაჩემი, დედიკოს საქმრო
ჩემი კავალერი,
ჩემი ბიძაშვილი,
ჩემი მწვრთნელი,
იმ ღამეს მას პირველად შევხვდი და…
რიგრიგობით ოთხმა ტიპმა, და…
ბიჭი ვარ და ეს მეც შემემთხვა და…
…დავორსულდი, ჩემი გოგონა გავაშვილე…
მსგავსი რამ თქვენც შეგემთხვათ?
თქვენც?
თქვენ:
მე გამაუპატიურეს, მაგრამ…
მამაჩემი ლოთია, მაგრამ…
მძულს ლაპარაკი, მაგრამ…
ჩემი ძმა დაჭრეს, მაგრამ…
ყველასგან გარიყული ვარ, მაგრამ…
ჩემი მშობლები გაშორდნენ, მაგრამ…
უმეგობრო ვარ, მაგრამ…
სახლი დავკარგეთ, მაგრამ…
მე საიდუმლოებები მაქვს – მათ შვიდი წელია ვინახავ
და თავს ვისახიჩრებ, ჩემი მეგობრებიც
ჩვენ ყველანი თავებს ვისახიჩრებთ, ვიჭრით, ვისერავთ
ტკივილისგან რომ გავთავისუფლდეთ.
… ჩემი ხუთი წლის ბიძაშვილი გააუპატიურეს –
ემოციების გამოხატვას ახლა იწყებს…
თვითმკვლელობაზე ფიქრი თქვენც გაწუხებთ?
მისი მოკვლა გინდათ?
თქვენ:
მელინდა ძალიან ჰგავს ჩემს ნაცნობ გოგონას
დიახ, ძალიან ჰგავს
(მე)
მე მელისანდრა ვარ
მე მელინდაროხელიო ვარ, მე მელინდამეგანი ვარ
მელინდაემბერი-მელინდასტეფანი-ტორი-ფილიპი-ნავდია-ტიარა-
მატეო-ქრისტინა-ბეთი
მაინც მტკივა, მაგრამ…
მაგრამ…
მაგრამ…
მაგრამ…
ამ წიგნმა ჩემი ნაჭუჭი დაამტვრია
მაინც მტკივა, მტკივა, მაგრამ…
თქვენმა წიგნმა ჩემი ნაჭუჭი დაამსხვრია.
თქვენ:
კითხვისას ვტიროდი
კითხვისას ვიცინოდი
ცოტა ვერა ვარ, არა?
მე ვიჯექი გოგოსთან…
აი, ხომ იცი, გოგოსთან…
სადილობისას მას გვერდით იმიტომ მივუჯექი, რომ ამას არავინ აკეთებს
მე კი ჩირლიდერი ვარ, აი, ამიტომ.
,,ილაპარაკემ” ჩემი ცხოვრება შეცვალა
ჩემი ნაჭუჭიდან გამომიყვანა,
დამაფიქრა წვეულებებზე,
ამ წიგნმა შემასხა ფრთები,
გამაღებინა პირი,
ამაჩურჩულა, ამატირა,
დამასაქმა
მძულს ლაპარაკი, მაგრამ
ვცდილობ.
თქვენ გამახსენეთ ვინ ვარ.
გმადლობთ.
P.S. ჩვენი კლასი ამ წიგნს ბოლომდე გააანალიზებს.
მე:
მე:
მე: ვქვითინებ “

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle