Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მარიამ ჭილაია: “მგონია, რომ ქალი ბუნებასთან და მცენარეებთან დაბადებიდან ახლობლობს“ |VENUE

VENUE.GE იწყებს ფოტოპროექტს დამწყები და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის. პროექტის მიზანია, გავაცნოთ უფრო ფართო აუდიტორიას ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე საინტერესო ფოტოგრაფები – მოვუყვეთ მათ ბიოგრაფიაზე, მუშაობის სტილსა და ნამუშევრებზე. ამისთვის ჩვენი რუბრიკის სტუმრები, სპეციალურად ჩვენი პორტალისთვის და მისი მკითხველისთვის იღებენ სრულიად  ახალ ფოტოპროექტს.

ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარი გახლავთ მარიამ ჭილაია. მარიამის ფოტოებში ესთეტიკასთან ერთად წინა პლანზე ემოციებია წამოწეული. ხშირად ნატურად ირჩევს გოგონებს და მისი ნამუშევრებიც სწორედ, ფემინური ენერგიით, სიმსუბუქითა და ჰაეროვნებით გამოირჩევა. ყველას არ აქვს ფოტოგრაფიის ხელოვნებაში ტექნიკური დეტალების შესახებ ცოდნა, თუმცა ნამუშევრები მნახველში, პირველ რიგში სწორედ ესთეტურ სიამოვნებას ბადებს, რაც უკვე ავტორის ოსტატობის, ხედვის, გამოცდილებისა და შესრულების ტექნიკის, ანუ დიდი შრომისა და მუშაობის შედეგია.

საკუთარი თავის შესახებ: “ბაბუაჩემისგან მხოლოდ კანფეტებიანი მოგონებები და ერთი ძველი ფოტოაპარატი დამრჩა. მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რომ ეს ტექნიკა უთვალავ ფერს ისრუტავს სამყაროსგან და კადრებად გადმოაქვს. თავიდან მეგონა შიგნით პატარა „მხატვრუკები“ ისხდნენ და უამრავ ფუნჯს იყენებდნენ ლამაზი ფოტოების შესაქმნელად. ზუსტად ამ დროიდან გახდა ეს ნივთი ჩემთვის უძვირფასესი. ვიზუალურად ისე მომწონდა დიდი განძის მფლობელი მეგონა თავი და მუდამ გამოსაჩენ ადგილას ვათავსებდი, რომ სტუმრის თვალს არ გამორჩენოდა. როცა წამოვიზარდე და მეტი გავიგე ბაბუის შესახებ, სულ უფრო მეტად მიკვირდა როგორ შეიძლებოდა სამხედრო პირს ასე ძლიერ ყვარებოდა ფოტოგრაფია. მერე მივხვდი, რომ ფოტოგრაფიას შეეძლო წამის შეჩერება და ადამიანის მეხსიერებაში ნათელი კადრების გაცოცხლება. შეეძლო შეუმჩნევლისა და ნაკლებად ყურადღებამისაქცევი მოვლენის საინტერესოდ გადმოტანა და შინაარსით დატვირთული თხრობა. ჰო, ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაზე ძვირადღირებულ ბიბლიოთეკაზე მეტია. ის მუდამ ლაპარაკობს და თქვენ წარმოიდგინეთ, პარალელურად თარგმნის. ეს ის ერთადერთი რამაა, რასაც ენა არ ჭირდება. უყურებ ფოტოს – გიყურებს თვალებში და ძალიან სწრაფად იწყება ამბის, ჩანახატის, წიგნის კითხვა.“

გთავაზობთ ფოტო-პროექტს –  ‘ჭორიკანა მზესუმზირები’


“ეს ყოველივე რომ გავაცნობიერე, ძალიან იაფიანი ფოტოაპარატი ვიყიდე. დიდი არაფერი შესაძლებლობების მქონე, მაგრამ მალე გახდა ჩემი მეგობარი. ძალიან მიყვარს ბუნება და მცენარეები და ზუსტად აქედან დავიწყე მსვლელობა. სკოლის ასაკიდან დავიწყე ფოტოკონკურსებში მონაწილეობა. თავიდან სრულიად გაუაზრებლად ვაგზავნიდი ფოტოებს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ საკმაოდ ძვირფასი პრიზებით ვიყავი გაკვირვებული. ახლა უკვე გააზრებულად ვფიქრობ, რომ ფოტოკონკურსები მნიშვნელოვანია ფოტოგრაფის თვითშეფასების ასამაღლებლად, თუმცა არა აუცილებელი. სწორედ, პირველმა გამარჯვებამ მომცა მუხტი შემდგომი წინსვლისთვის. “

cs0a6262


“არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ მგონი ყველაფრის გადაღება მიყვარს. ქუჩის ფოტოგრაფიაც მოწონს, მოდის ფოტოგრფიაც, ასევე „NUDE art”… ძალიან მიყვარს ადამიანების გადაღება, პორტრეტების… ბუნებით ესთეტი ვარ და ამიტომ ქალისა და ყვავილების გადაღება ჩემთვის ერთგვარი სიამოვნებაა. რაკი ყვავილებში ყველაზე მეტად მზესუმზირები მიყვარს და მგონია, რომ ქალი ბუნებასთან და მცენარეებთან დაბადებიდან ახლობლობს, გაჩნდა პროექტის იდეა – „ჭორიკანა მზესუმზირები“.“

cs0a6254


“ინსპირაციის წყარო ყველაფერია, რაც მაძლევს ემოციას და არ აქვს მნიშვნელობა ეს ემოცია დადებითია თუ არა… პირიქით, ხშირად დრამატული კადრები ჩემთვის უძლიერეს ნამუშევრად იქცევა. ძალიან მომწონს „მაგნუმის“ ფოტოგრაფები, მათ შორის კი ჩემი ფავორიტია Robert Capa. ასევე, ძალიან მომწონს ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი Annie Leibovitz, რომელიც ძირითადად იღებს პორტრეტებს.“

cs0a6252


“ფოტოებით ვცდილობ სხვას დავანახო ჩემი შინაგანი „მე“, მაგრამ ისე, რომ ყველა თავისებურად აღიქვამდეს…“ 

cs0a6245


 “ყოვლეთვის, ყველგან ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ბიძგი მომცა და „გემრიელად მიჯიკა“ ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა, იმისთვის რომ ზედაპირიდან ცოტა ღრმად ჩამეყვინთა ფოტოგრაფიის ტბაში.

cs0a6242


“მინდა სხვამაც შეძლოს დაინახოს ხილულს მიღმა არსებული სხვა სამყარო იმ მცირე დეტალში, რომელშიც თავად უამრავ გრძნობას ვპოულობ. “

cs0a6231


მეტი ფოტოს სანახავად ესტუმრეთ:

https://www.facebook.com/chilaiaphotography/

https://www.instagram.com/m.chilaia/

cs0a6206


cs0a6202


cs0a6181


cs0a6178


cs0a6156


რუბრიკის წინა სტუმრები: გიგი ჭელიძე, ლაშა მაჭარაშვილი, ცია ლაბაძე, ქრისტინე ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ მესხი, გოგლიკო ფიფია, თაკო სონღულაშვილი, ელენე ქარაბაკი.

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Art