Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

MOMA გამოფენას – “იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ მასპინძლობს |VENUE

pizap-com14792157720512თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში გამოფენა – ”იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” გაიხსნა, რომელსაც ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.  

გამოფენას წინ უძღვოდა სპეციალური პრესკომფერენცია, რომელზეც მიწვეულები იყვნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, გამოფენის კურატორი კომპანიის “Galgano&Tota”-ს წარმომადგენლები ალესია ტოტა და ფიორელა გალგანო, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და გამოფენის სპონსორის ”ვითიბი“ ვანკის წარმომადგენლები.

მიხეილ გორგოძის თქმით, ეს გამოფენა ხელს შეუწყობს საქართველოს და იტალიის კულტურული სფეროების  მეტად დაახლოებას და ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური ექსპონატები იქცევა ერთგვარ ინსპირაციად ქართული მოდის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის.

გამოფენაზე, რომელიც სტილისა და ელეგანტურობის ისტორიას მოგვითხრობს, წარმოდგენილია იტალიური შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს (ყოველდღიურ-გამოსასვლელი) უნიკალური ტანსაცმელი: Valentino, Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce & Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა სახელგანთქმული იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებებია წარმოდგენილი.
თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, გამოფენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ქართველი წარმოშობის იტალიელი დიზაინერის ირენე გალიცინას ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი.

პრესკომფერენციის დასრულების შემდეგ, იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ პირადად მიიპატიჟა გამოფენაზე დამსწრე სტუმრები იტალიური ნაციონალური კერძების დასაგემოვნებლად.

გამოფენაზე მთლიანობაში წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი და მათი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს მიეცემა უკვე 15 ნოემბრიდან, 2017 წლის 10 იანვრამდე.

img_3324

img_3315

img_3188

img_3220

img_3328

img_3344

img_3338

img_3354

img_3355

img_3388

img_3389

img_3392

img_3393

img_3405

 

 

ფოტოგრაფი: ლაშა მაჭარაშვილი 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in დიზაინერები