Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“ჰაქსოს გმირი”- მელ გიბსონის ახალი ნამუშევარი 10 წლიანი პაუზის შემდეგ |VENUE

მელ გიბსონი 2016 წელს საომარ, ბიოგრაფიულ დრამას “ჰაქსოს გმირს” წარმოგვიდგენს. ფილმში მოთხრობილი ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და რეჟისორიც ზედმიწევნით აცოცხლებს ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება.

ენდრიუ გარფილდი, რომელიც  ადამიანი ობობას როლით უნდა ახსოვდეს მაყურებელს, თამაშობს გმირს, დესმონდ დოსს, მორალური პრინციპების ერთგული ჯარისკაცს, რომელიც ერთი შეხედვით საერთოდ არ ჯდება ჯარის სტანდარტებში, რელიგიური დედის მიერ გაზრდილი დესმონდი უარს ამბობს კვირას ანუ მეშვიდე დღეს ვარჯიშზე, რის გამოც ის ჯარში უმალვე გარიყული ხდება.

ისტორიის წიგნებში დესმონდ დოსი შესულია როგორც პარადოქსი-ის იყო ადამიანი, რომელმაც შეგნებულად თქვა უარი ჯარში მსახურებაზე, თუმცა მიიღო ღირსების მედალი ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის.დესომდ დოსი იყო ადამიანი, რომელმაც რელიგიური შეხედულებების გამო უარი თქვა იარაღის ტარებაზე და ჯარში ექიმად დაიწყო მუშაობა, თუმცა ოკინავას ბრძოლამ და იქ მომხდარმა ისტორიამ დოსი ნამდვილ გმირად აქცია. თუმცა არ მოგიყვებით ფილმის შინაარსს, რადგანაც მისტერ გიბსონი ისეთი ოსტატობით ქმნის დრამას და მოულოდნელობის ეფექტს ფილმში, რომ ზედმეტი დეტალების ცოდნა ფილმის ყურების მთელ სიამოვნებას გაგფიუჭებთ.

მელ გიბსონი ბატალური სცენების შექმნის ოსტატია, ფილმის დინამიკიდან გამომდინარე ეკრანს თვალს წამითაც კი ვერ მოაშორებთ. აქვე უნდა ვახსენო ხმოვანი ეფექტები, რომელიც ფილმს კიდევ უფრო მეტ მასშტაბურობას მატებს. მელ გიბსონს უყვარს ეკრანზე უყვარს სისასტიკე, სისხლი, აფეთქება და მსგავსი სცენების შექმნაში და მისი გრაფიკულად ჩვენებაში გიბსონს შეიძება ითქვას, რომ თანამედროვე ჰოლივუდში ბადალი არ ჰყავს. ამის მაგალითად შეგიძლიათ “ქრისტეს ვნებანი” გაიხსენოთ.

“რიგითი რაიანის გადარჩენის შემდეგ”ჰოლივუდს გამუდმებით სურდა მეორე მსოფლიო ომის ეპოქა კიდევ ერთხელ ასეთ დონეზე აღედგინათ ეკრანზე და ამას მელ გიბსონი ახერხებს.

“ჰაქსოს გმირში” დოსი მორალური დილემის წინაშეა-ერთის მხივ არის მომენტები რომ უნდა აიღოს იარაღი და ჩაერთოს ბრძოლაში, მაგრამ მეორეს მხრივ თავისი აღზრდა და მორალური პრინციპები სხვას კარანახობს. მელ გიბსონი პატივს სცემს დოსის მოსაზრებას, მაგრამ ფილმში იგრძნობა რეჟისორის განწყობა, რომელიც დოსის მორალურ პოზიციას ბოლომდე არ იზიარებს.

ფილმის პირველად ვენეციის კინოფესტივალზე შეაფასეს. პალაცო დე სინემაზე გამართულ პრემიერას კრიტიკოსების სრული აღფრთოვანება მოჰყვა. მელ გიბსონის დაბრუნდებად შეფასდა, ფილმი რომელიც ქართვლმა კინომანებმა 14 ნოემბერს ვნახეთ. ფილმის მაყურებელთა 17 წელს ზევით განისაზღვრება. “ჰაქსოს გმირის” ნახვა უკვე შეგიძლიათ ჩვენს კინოთეატრებში, თანაც “ჰაქსოს გმირი” წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი პოტენციური ნომინანტია.

14 ნოემბერს ფილმის დახურული ჩვენება მოეწყო მედიის წარმომადგენლებისათვის.

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in კულტურა