Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ვარსკვლავური წყვილების სიყვარული ეკრანზე – ანტიპატია რეალურ ცხოვრებაში

მართალია, მსახიობებს კარგად გამოსდით “ტყუილი”, თუმცა, ხშირად გადაღებებზე შეყვარებული წყვილის როლების თამაში, რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად საპირისპირო ურთიერთობებსა და დამოკიდებულებას უდრის. გთავაზობთ ვარსკვლავებს, რომლეთათვისაც დიდ სიძნელეს წარმოადგენდა პარტნიორთან რომანტიული სცენების თამაში და უფრო მეტიც, ისინი დიდი ანტიპატიით იყვნენ ერთმანეთისადმი განწყობილნი.

 

5103b42d-4f40-4a89-b31d-4f81a3c6d64a1. ჯეიმი დორნანი და დაკოდა ჯონსონი – “გრეის ორმოცდაათი ელფერი”.
ფილმის გადაღებების მიმდინარეობების შესახებ უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა გავრცელდა. ზოგის მიხედვით მსახიობებს იმდენად უჭირდათ ერთმანეთის ატანა, რომ სასიყვარულო სცენების გადაღება დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. არსებობს მეორე ჭორიც, რომლის მიხედვითათაც მსახიობები ერთმანეთს ერიდებოდნენ და ეს ყველაფერი ჯეიმის მეუღლის ზღვარგადასული ეჭვიანობის გამო ხდებოდა.

rexfeatures_1609956a2. ლეონადრო დიკაპრიო და კლეერ დენსი – “რომეო + ჯულიეტა”.
ფილმის გადაღების დროს ლეო 21 წლის გახლდათ, კლეერი კი მხოლოდ 16 წლის. როგორც ამბობენ გადასაღებ მოედანზე ლეო ასაკის გამო ხშირად ეხუმრებოდა თინეიჯერ მეწყვილეს და საბოლოოდ ამან გამოიწვია ის, რომ კლეერმა უარი თქვა ეკრანს მიღმა დიკაპრიოსთან ყველანაირ ურთიერთობაზე.

144187_1024_7683. დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი – “საიდუმლო მასალები”.
როგორც ამბობენ, მსახიობებს ძალიან გაუჭირდათ ერთმანეთთან შეგუება, თუმცა, თუ ჭორებს დავუჯერებთ, საბოლოოდ მათი ურთიერთობა ხანმოკლე რომანითაც დასრულდა.

look-com_-ua-1347324. ტომ ჰარდი და შარლიზ ტერონი – “შეშლილი მაქსი”.
საიდუმლო არც არის, რომ მსახიობებს გადაღების პირველი წამიდანვე გაუჭირდათ ერთმანეთის ატანა – ორივე უზარმაზარი გამოცდილებით და თავდაჯერებულნი საკუთარ “განუმეორებლობაში”. თუმცა, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და პირად ემოციებს არ მისცეს საქმისთვის ხელის შეშლის უფლება. გადაღებების დასასრულისკენ კი ისინი დამეგობრდნენ კიდეც, ხოლო ჰარდმა შარლიზს მაისურიც აჩუქა საკუთარი ფოტოთი და მინაწერით: “შენ ნამდვილი საშინელება ხარ, თუმცა მაიც, ჯანდაბა, შენ ძალიან მაგარი ხარ! უკვე ძალიან დამაკლდი. შენი ტომი.”

ngdmpfrzngr9xmtkchhbzjt4dlh5. პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი – “ბინძური ცეკვები”.                                         კინოსურათი 1987 წელს გამოვიდა ეკრანებზე და კინოკრიტიკოსების უარყოფითი შეფასებებიც დაატყდა თავს, თუმცა, ამავე დროს თაყვანისმცემლების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა და საბოლოოდ წლის საუკეთესო ნამუშევრადაც აღიარეს. პატრიკ სუეიზს ძალიან აღიზიანებდა ახალგაზრდა მეწყვილის ზღვარგადასული ემოციურობა და საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ გადასაღებ მოედანს აღელვებული გრეი ცრემლიანი ტოვებდა. ხშირად ერთი სცენის უამრავჯერ გადაღებაც უწევდათ. როგორც ჩანს სუეიზისთვის აუტანლად რთული იყო გრეის კომპანია..
the_tourist_2010_movie-1920x14406. ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი – “ტურისტი”.
როგორც ამბობენ მსახიობებს ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ კინოსურათის გადაღების პროცესთან დაკავშირებით, თუმცა პროფესიონალიზმის ხარჯზე მათ ეს პრობლემა საბოლოოდ დაძლიეს.

9-and-a-half-weeks-0277. კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი – “ცხრანახევარი კვირა”.
დღემდე კიმ ბესინჯერი ფილმის გადაღების პერიოდს იხსენებს, როგორც ყველაზე საშინელ პერიოდს მის ცხოვრებაში. კინოროლზე ახალგაზრდა კიმი მაღალი ჰონორარის გამო დათანხმდა, მაშინ მას ძალიან სჭირდებოდა ფინანსები. გადაღებები მიმდინარეობდა საშინლად – მიკი შანსს არ უშვებდა დაეცინა კიმისთვის. ჭორების მიხედვით რეჟისორი უკრძალავდა მსახიობებს გადაღებების მიღმა ურთიერთობას და ერთმანეთზე “წაქეზების” სანსს ხელიდან არ უშვებდა. რეჟისორის აზრით ამგვარად მსახიობები უკეთ შევიდოდნენ საკუთარი პერსონაჟების როლში.

1328926322_the-notebook-6408. რეიჩელ მაკადამსი და რაიან რეინოლდსი – ” მოგონენების დღიური”.
გადაღებების დროს ფილმის მთავარი მსახიობები შეუჩერებლად კამათობდნენ ყველა წვრილმანზე. სკანდალებმა და გაუთავებელმა კინკლაობამ, ლამის სრულიად ჩაშალა ნამუშევრის გადაღებაც. როგორც ამბობენ “სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია” და წყვილმა მხურვალე რომანი გააბა, რომელიც მართლია, დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა მსახიობები კინოსურათს უმადლიან ერთმანეთთან შეხვედრას.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Celebrity