Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობენ |VENUE

940x1084_1_bf40d2f5c0434c95a36f8e2539a834d8940x1084_0xc0a839a4_15766691451480410250

ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის განშორების ისტორია უკვე წელიწადზე მეტხანს გრძელდება. შეგახსენებთ, გასულ წელ, 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბენმა მეუღლეს შვილების ძიძასთან უღალატა. ამის შემდეგ გარნერმა რამდენიმე ინტერვიუშიც განაცხადა, რომ აპირებს განქორწინების საბუთების შეტანას, თუმცა საბოლოოდ ისიც დაამატა, რომ ჯერ არ ჩქარობს ამ გადაწყვეტილების მირებას. აფლეკი ყველა ხერხით ცდილობს მეუღლეს განქორწინება გადააფიქროს და შემოირიგოს. წყვილი ხშირად ერთადაც ჩნდება შვილების კამპანიაში, მაგრამ ოფიციალურად შერიგებას არ ჩქარობენ, თუმცა ყველაფერთან ერთად, ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ. როგორც გარნერი ამბობს, ამას იგი შვილების გამო დათანხმდა. გასულ ორშაბათს წყვილი კვლავ ერთად გამოჩნდა, ოჯახურ ლანჩზე მიმავალნი.

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Celebrity