Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

რუსკა ქარქაშაძე: “ჩემი მიზანი ჰოლივუდში მოხვედრა და ოსკარის აღებაა” |VENUE

VENUE-ს ბლიც ინტერვიუს სტუმარი გახლავთ რუსკა ქარქაშაძე, პოპულარული ქართული სატელევიზიო სერიალის – “ხელოვნური სუნთქვის” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. პარტნიორობას უწევს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: თორნიკე გოგრიჭიანი, რუსკა დემეტრაძე, ზურა ყიფშიძე და სხვები. იგი 13 წლისაა და მსახიობობის გარდა, ამჟამად ჩოგბურთით არის გატაცებული. რუსკა პატარა ასაკიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე, ჰოლივუდში მოხვედრაზე და ოსკარის აღებაზე. მას იმედი აქვს, რომ დიდ წარმატებას მიაღწევსს და თავის გეგმას განახორციელებს.

 

-რაზე ოცნებობს ძილის წინ?
-ყველაფერზე,ჩემ კარიერაზე და მომავალზე.


-აბაზანაში ყოფნისას რა სიმღერას ღიღინებ?
-იმ სიმღერას რასაც იმ დღეს მოვუსმენ.


-რაზე ოცნებობდი ბავშვობაში და რაზე ოცნებობ ახლა?
-ბავშვობაში ვვოცნებობდი გავმხდარიყავი წარმატებული მსახიობი და ახლაც ამაზე ვვოცნებობ.


-როგორი ხარ გაბრაზებული?
-იშვიათად ვბრაზდები,მაგრამ თუ გავბრაზდი ძალიან საშიში ვარ.


-როგორი წარმოგიდგენია სამოთხე და ჯოჯოხეთი?
-საერთოდ არწარმოვიდგენ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს (სამოთხე).


-დაახასიათე შენი თავი…
-მე ძალიან მამაცი და ძლიერი ვარ.


-შენი საყვარელი მსახიობი, რატომ მოგწონს ის?
-ჩემი საყვარელი მსახიობი არის ლეონარდო დიკაპრიო, იმიტომ, რომ იგი საუკეთესოა.


-რომ შეგეძლოს სად იმოგზაურებდი, წარსულში თუ მომავალში?
-რათქმაუნდა მომავალში, რადგან წარსული უკვე წარსულს ჩაბარდა.


-რომ შეგეძლოს ისტორიის რომელ ეპიზოდს შეცვლიდი?
-არაფერს არშევცვლიდი რადგან ის რაც მოხდა რომ არმომხდარიყო შეიძლება აქამდე ვერმოვსულიყავით.


-რა გიზიდავს ყველაზე მეტად?
-მე ყველაზე მეტად ზღვა და მზე მიზიდავს.


-შენი საყვარელი ფერი და რით ასოცირდება ის შენთან?
-მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ და შესაბამისად ღია ფერები ასოცირდება ჩემთან.


-რა გაძლევს სტიმულს?
-ჩემი ოჯახი.


-რას ვერ ეგუები ადამიანებში?
-უსამართლობას და ტყუილს.


-რას აფასებ ადამიანებში?
-სიმართლეს და გულწრფელობას.


-ვინ იქნებოდი შემდეგ ცხოვრებაში?
-ალბათ ექიმი.


-ამოჩემებული სიტყვა…
-ჩემი ამოჩემებული სიტყვა არის: რათქმაუნდა.


-შენი ჰობი?
-ჩემი ჰობი არის ჩოგბურთი.


 

ავტორი: მეგი ქუხილავა

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive