Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მამაკაცის თმის ვარცხნილობის აქტუალური ტრენდები 2017 წლისთვის |VENUE

როდესაც საქმე ეხება მამაკაცის თმის ვარცხნილობის შერჩევას, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ, გაითვალისწინოთ სახის ოვალი, თავის ფორმა, თმის ტიპი და ხარისხი. ასევე, აუცილებელია გაითვალისწინოთ სპეციალისტის რჩევებიც თქვენთვის სასურველ ვარცხნილობასთან დაკავშირებით.

რა არის მოდური? – ყოველთვის და მუდამ მოდურია ბუნებრივობა, ეს ერთგვარი დაუწერელი კანონი და კანონზომიერების შეშმარიტი მაგალითია, არა მხოლოდ თმის ვარცხნილობის შემთხვევაში..

დავიწყოთ იმით, რომ თმის ოდნავ გრძელი ვარცხნილობა, მისი ბუნებრივი სტუქტურით, არის მოდური ყოველთვის და თითქმის ყველა სიტუაციაში. მსგავსი ტიპის ვარცხნილობა მამაკაცებს რომანტიულ და ახალგაზრდულ იერს მატებს, რაც ქალბატონებსაც ძალიან მოსწონთ. არაფერს ვამბობთ, რამდენად პრაქტიკული და მარტივია მისი მოვლა.

მამაკაცებში ყველაზე პოპულარული “ბოქსიორის” ვარცხნილობა რა თქმა უნდა წელსაც აქტუალურია. ამგვარი ვარცხნილობისთვის საჭიროა თავის იდეალური ფორმა ან იდეალური თმის სტილისტი. მსგავსი ტიპის ვარცხნილობას უპირატესობას სპორტსმენები და სამხედრო სამსახურის მქონე მამაკაცები ანიჭებენ.

შეკრული გრძელი თმა – გრძელ თმას არც თუ ბევრი მამაკაცი ატარებს, თუმცა, მათ ვისაც აქვთ ამის საშუალებაც და სურვილიც, ვეტყვით, რომ იგი ყოველთვის აქტუალურია და ასე იქნება მუდამ. მთავარი მათი სწორად მოვლა და შენარჩუნება. სამწუხაროდ, მამაკაცებს თმის ცვენისკენ ხშირად დიდი მიდრეკილება აქვთ და ეს ახალი არავისთვისაა, გრძელი თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, თუკი მამაკაცი მიდრეკილია თმის ცვენისკე (სიმელოტე). გრძელი თმა მამაკაცებს ბოჰემურ და ამავდროულად რომანტიულ ხასიათს სძენს გარეგნობაში. მას ყველაზე ხშირად მუსიკოსები, მხატვრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი მამაკაცები ატარებენ, რომლებსაც არ სჭირდებათ ყოველდღიური მკაცრი დრესკოდის დაცვა.

ხვეული ან ტალღოვანი თმის მქონე მამაკაცებს ყველაზე მეტად გაუმართლათ, რადგან მათ თამამად შეუძლიათ ატარონ კლასიკური ან ოდნავ გრძელი ეგრეთწოდებული “ნანეტიც” და “ბარბერის” სტილის ვარცხნილობაც, რადგან მათ არ დასჭირდებათ თმის დალაგებასა და დავარცხნაზე დიდი დროის დახარჯვა, არც დამხმარე ცვილებისა და გელების გამოყენება. თმის მსუქბუქი სპრეი ან ნამიანი ხელიც კი საკმარისია მათ მოსაწესრიგებლად. კიდევ უფრო მარტივია, დაივარცხნოთ სველი თმა და დაე გაშრეს დამოუკიდებლად, ბუნებრივად. ბუნებრივად ხვეული თმა დიდ სიმპატიას იმსახურებს ქალბატონებშიც. ვარცხნილობა მამაკაცს ახალგაზრდულობას და ბავშვურობასაც მატებს გარეგნობაში.

შუბლთან “აპრეხილი” თმის ვარცხნილობა. ძალიან მოკლე ან ოდნავ გრძელი თმა, არ აქვს მნიშვნელობა სტრუქტურას. ხვეულიც, ტალღოვანიც და სწორი თმაც ასეთ ვარცხნილობაში ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მისი ეფექტის შესაქმნელად გამოიყენება თვმის გელები და ლაქები, ზოგჯერ კი მხოლოდ სველი ხელიც საკმარისია. რაც მთავარია, მარტივია და თითქმის ყველა სიტუაციაში მოდური. ძირითადად ატარებენ თინეიჯერი, ახალგაზრდა მამაკაცები, რადგან მარტივი და პრაქტიკულია. თუმცა ზრდასრული მამაკაცებიც ხშირად აჩერებენ მასზე არჩევანს თავისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე. ყველაზე მეტად კი გაუმართლათ მათ, ვისაც შუბლთან ბუნებრივად აქვს თმის ასეთი განლაგება, რომელსაც სწორედ ასე სახალისოდ უწოდებენ – “ალოკილი შუბლი”.

 

აგერ უკვე მესამე წელია ტრენდულ ხასიათს ატარებს ეგრეთწოდებული “ბარბერის” სტილის ვარცხნილობა და არც წელს იკლებს მისი აქტუალურობა.  ეს ვარცხნილობა ძირიძადად წვეროსანი მამაკაცების არჩევანია და წელსაც, იგი არ თმობს ყველაზე პოპულარული ვარცხნილობის პოზიციას.

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Beauty