Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

გიორგი ჯანიკაშვილი: “ფოტოკამერები არასოდეს გამომიყენებია, მხოლოდ სმარტფონით ვიღებ”

VENUE.G დღეს საინტერესო სტუმარზე  გიორგი ჯანიკაშვილიზე მოგითხრობთგიორგი ახალგაზრდა დამწყები ფოტოგრაფია, რომელიც სმარტფონით იღებს ფოტოებს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს კონკრეტული ადგილი ან ნივთი ჯადოსნური გზით გადმოიტანოს კადრში. მის ნამუშევრებში სიხალისე და ფერები მრავლადაა. მისთვის, როგორც ფოტოგრაფის მთავარი მიზანია, ადამიანებს ყოველდღიურობა გაუფერადოს.


საკუთარი თავის შესახებ: “ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიყვარს ფოტოების გადაღება. ჩემთვის ფოტოგრაფია არის ჰობი, რომელიც მთლიანად მართავს ჩემს ხასიათს, ყოფას და მსოფლმხედველობას. თავისუფალ დროს ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავიდე სხვადასხვა ლოკაციაზე, გადავიღო ფოტოები და სხვებსაც ვაჩვენო ის, რასაც ვხედავ მე.” 


“ფოტოგრაფიამ გამიტაცა დაახლოებით 15 წლის ასაკში, როდესაც პირველი highend სმარტფონი ვიყიდე. თავიდან ფოტოებს გასართობად და დროის გასაყვანად ვიღებდი. ძალიან ჩვეულებრივად, უბრალოდ ფოკუსი და თითის მარტივი მოძრაობით სურათი მზად იყო. ერთ დღესაც  ვათვალიერებდი გადაღებულ ფოტოებს და დავაკვირდი სრულიად შემთხვევით გადაღებულ კადრს, რომელიც ზუსტად ასახავდა გადაღების მომენტში განცდილ ემოციებს, აცოცხლებდა კადრს. სწორედ ამ ფოტომ შემაცვლევინა აზრი და სერიოზულად დამაფიქრა იმ საქმეზე, რასაც ადრე მხოლოდ გასართობად ვაკეთებდი. ამის შემდეგ დავიწყე ისეთი  საკითხების შესწავლა, როგორიცაა განათების კომპოზიცია, exposure value, metering, f-stop system, aperture opening და სხვ.”


“არასოდეს გამომიყენებია DSLR ან MIRRORLESS კამერები,  მხოლოდ სმარტფონებით ვიღებ.  ჩემი პირველი კამერა iPhone 3Gs იყო, შემდგომი Galaxy SIII, moto G2, ახლა კი moto G3.”

“ჩემთვის ფოტოგრაფია არის გზა ფართო საზოგადოებას დავანახო სხვადასხვა ადგილები ისეთად, როგორადაც მათ ჯერ ის არ დაუნახავთ და ამით, მათში სასიამოვნო გაოცება გამოვიწვიო.
ძალიან მახარებს იმ ადამიანების ნახვა, ვისაც ჩემმა ფოტოებმა ყოველდღიურობა გაუმრავალფეროვნა და სხვა კუთხით დაანახა”


“ინსპირაცია გარემოშია. თითოეული დეტალი გავლენას ახდენს ჩემ ცნობიერებაზე და მიბიძგებს მოქმედებისკენ.
შთაგონება სასიამოვნო მოვლენებიდანაც მოდის. შეიძლება ეს უბრალოდ მზიანი ამინდი იყოს ან სხვენში ნაპოვნი ბავშვობის სათამაშო.”







დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Art