Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

#MRსპოილერი – Scream Queens

სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ახალ, ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის შესახებ.

დღეს #MRსპოილერი რეკომენდაციას Scream Queens-ს უწევს.

საერთაშორისო სატელევიზიო სივრცეში უკვე ფესვგამდგარმა და აღიარება მოპოვებულმა წყვილმა რაიან მერფიმ და ბრედ ფალჩუკმა „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ შემდეგ თავის განებივრება ახალი ჟანრით, „შავი კომედიით“ სცადეს და არც ისე ცუდი სერიალი გამოუვიდათ.

სერიალი ერთი დიდი აბსურდია. რომელ საშინელებათა ჟანრის სერიალში/ფილმში ნახავ როგორ ემესიჯება და ეფლირტავება მსხვერპლი მანიაკს? ან სხვაგან სად ნახავ კადრს, სადაც სული ადამიანს ეუბნება, რომ მისი შეყვარებული ზოოფილია და თხასთან წევს?  რაღაც მომენტში შეიძლება ისიც გაიფიქრო, რომ გმირების საქციელი ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული და არანაირი საღი აზრი არ არსებობს, თუმცა საკმარისია რამდენიმე სერია ნახო და მაშინვე მიხვდები, რომ ლოგიკა და თანმიმდევრობა არცაა საჭირო, ისედაც ყველაფერი ნათელია. სერიალი თანამედროვე „სწერვა“ გოგოების და მამიკოს ბიჭების კარიკატურას გვთავაზობს და დასცინის ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თუ სოციალურ პრობლემებს. რასიზმი, ჰომოფობია, ადამიანების კლასებად დაყოფა – ამ სერიალში ყველაფერია. თან იმ ფორმით, რომ ვერც კი გაბრაზდები.

სიუჟეტის აღწერა რთულია, უნდა უყურო რომ ყველაფერს მიხვდე. არსებობს სტუდენტური ქალაქი, სადაც მდიდარ გოგონებს აქვთ თავიანთი კლუბი, რომელსაც „კაპა, კაპა, ტაუ“ ჰქვია. ერთხელაც დეკანი, სახელად მანჩი გადაწყვეტს კლუბში საშუალო ფენის „ლუზერებიც“ გააწევრიანოს. სწორედ მაშინ ჩნდება სტუდენტურ ქალაში მანიაკი, რომელსაც წითელი ეშმაკის კოსტუმი აცვია და გადაწყვეტს ყველა სათითად დახოცოს. მთელი სეზონის განმავლობაში მთავარი გმირები ცდილობენ გაარკვიონ ვინ არის წითელი ეშმაკი. საქმეში მოყვარული გამომძიებლები ერთვებიან. მაგრამ მთავარი ის კი არ არის თუ ვინ აღმოჩნდება წითელი ეშმაკი, არამედ მთავარია ის თუ როგორი სასაცილო ხერხით მოკლავს ის მომდევნო მსხვერპლს. – ესაა ანოტაცია.

მეორე სეზონის სიუჟეტი საავადმყოფოშო ვითარდებ, სადაც უცოდინარი ექიმები უკურნებელ დაავადებებს ებრძვიან. აქაც ჩნდებიან მანიაკები, რომლებიც პაციენტებს ხცავენ. ამ სეზონის აზარტი ის არის, თუ როგორ გამოაჯანმრთელებენ არაკომპეტენტური ექიმები ადამიან-მაქციას, მუწუკმენს, ვამპირს და სხვა არარეალური დაავადებისმქონე ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის რეიტინგი ჩემი (როგორც სერიალის ფანის) მოლოდინებს ვერც კი მიუახლოვდა და ჩემ გარდა კიდევ ბევრი გაანაწყენა, საყურებლად ღირს. როდესაც კითხულობ სერიალზე ცუდ გამოხმაურებას, აცნობიერებ რომ ძალიან ბევრს იუმორის გრძნობა არ აქვს.
თუ მოგწონთ სარკაზმი და შავი იუმორი „ყვირილის დედოფლები“ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საყურებელი, თავშესაქცევი შავი კომედიაა.

საინტერესო ფაქტები:

Chanel Oberlin-ის როლი დაიწერა სპეციალურად ემა რობერტსისთვის.

სცენა, სადაც დეკანი მანჩი აბაზანაში იღებს შხაპს, შთაგონებულია კლასიკური ჰოჰრ ფილმიდან Psycho.

ემა რობერტს ჰქონდა შემოთავაზება ეთამაშა ფილმ Suicide Squad-ში, თუმცა სერიალის გამო უარი თქვა.

თავდაპირველად Lucien Laviscount ქასტინგს გადიოდა სერიალ Glee-ში მოსახვედრად, მაგრამ როლი ვერ მიიღო. საბოლოოდ კი ScreamQueen-ში Earl-ის როლი შეასრულა

ემა რობერტსისთვის სერიალში ყველაზე საშიში სცენა არის black friday-ს სერია, როდესაც შანელებთან ერთად მოლში ჩაიკეტებია.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები

  • “პიცცაკო” და “პიცაძეები” – ახალი ქართული პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის

    ქართველები ნამდვილი გურმანები ვართ, გვიყვარს ახალი და საინტერესო კერძების დაგემოვნება, არც უკვე კარგად ნაცნობი რეცეპტების გადასხვაფერებაზე ვამბობთ უარს. ამ საკითხში ექსპერიმენტებს...

    venueMarch 10, 2017
  • ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე

    “ზაფხულის დღესასწაული” – ამ სახელწოდების საღამო, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, 23 ივლისს გაიმართა, სადაც ქეთი მელუამ, ქართველ მსმენელს...

    venueMarch 10, 2017
  • #MRსპოილერი – Girls

    სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის...

    venueMarch 10, 2017
  • 7 სერიალი სადაც წარმოჩენილია გეი ადამიანების ცხოვრება

    ლგბტ თემატიკის ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე აღარავის აკვირვებს და მეტიც, გეი კულტურა, შოუბიზის და ჰოლივუდური ელიტის შთაგონების...

    venueMarch 10, 2017
  • App რეკომენდაცია: Pocket – იკითხე ინტერნეტის გარეშე

    Pocket საუკეთესო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სურს სიახლეები პირველმა გაიგოს და თვალი ადევნოს ფავორიტ ბლოგებს ინტერნეტის გარეშე. აპი შეიძლება შევადაროთ ბრაუზერის bookmark-ს,...

    venueMarch 10, 2017
  • App რეკომენდაცია – “Clips” ახალი ვიდეო აპი Apples-გან

    ტექნიკის გიგანტი, APLLE, თავის მომხმარებლის გახარებას ახალი iOS აპლიკაციის მეშვეობით აპირებს, რომელიც განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს მოეწონებათ, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ლაივ-ტრანსლაციებს აქტიურად...

    venueMarch 10, 2017