Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე – ერთი ღონისძიების ორი საპატიო სტუმარი

როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, 2017 წლის 15 მარტს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების უდიდესი დამცველის – სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი – ანჯელინა ჯოლი ესტუმრება ჟენევას და სიტყვით წარსდგება. მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანთა უფლებების დაცვის თემებზე და ლტოლვილთა მტკივნეული საკითხებზე მთელს მსოფლიოში.


საღამოს წარუძღვება BBC-ს ცნობილი ჟურნალისტი ლიზ დუსეტი.

იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძეც გახლავთ მიწვეული, თავად სერხიო ვიეირა დე მელოს სახელობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით. მუსიკოსი  ბახის, შოპენის, სონის და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.


ელისო ბოლქვაძე  ერთადერთი ქართველი არტისტი გახლავთ, რომელიც ფლობს ‘’იუნესკოს მშვიდობის არტისტის’’ საპატიო ტიტულს. მას ეს წოდება  პარიზში, 2015 წლის 22 იანვარს, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ გადაეცა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის –  ფონდ ‘’ლირას’’ დაარსებისათვის, რომელიც  2013 წელს დაარსდა ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დახმარების მიზნით.

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Celebrity