Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ვინ ქმნის თანამედროვე სილამაზის ქართულ სტანდარტებს – ქალი, რომელსაც საკუთარი სხეული უყვარს |VENUE

ქალის სილამაზის სტანდარტები და ისინი, ვინც სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს ქმნიან – ვინ გახსენდებათ პირველი, როცა ამ თემაზე გიწევთ რაიმეს მოსმენა ან წაკითხვა? ალბათ, ძალიან ცოტა ქართველი ქალი თუ მოგივათ თავში, თუმცა გავბედავთ და ერთ-ერთი ასეთის შეხსენების უფლებას ჩვენ თავად მივცემთ საკუთარ თავს – თამო ვაშალომიძე! ალბათ, ზოგს ირონია მოიცავს, ან სულაც აგრესია, ბევრი უბრალოდ არ დაგვეთანხმება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, მკითხველს შორის ბევრი იქნება, ვინც დაგვეთანხმება, რომ ძალიან მოკლე დროში ამ ახალგაზრდა ქალმა პროვოკაციული და ერთგვარი ვულგარული იმიჯი, სექსუალურ და სასურველი ქალის იმიჯში გარდაქმნა.

ალბათ, გახსოვთ, ჩვენი პორტალი პირველი იყო, ვინც თამო ვაშალომიძესთან საკმაოდ გულახდილი პროფესიონალური ფოტოსესია შესთავაზა საზოგადოებას. მაშინ ის ჯერ კიდევ საზოგადოების აგრესიულად განწყობილი ნაწილს წნეხის ქვეშ იყო და სატელევიზიო ტოკ-შოუებსა და გადაცემებში მუდმივად უწევდა მტკიცება საკუთარი პატიოსნებისა, რომელსაც მისი, როგორც ფიტნეს მოდელის, კარიერიდან გამომდინარე ეჭვქვეშ აყენებდნენ. ალბათ, ახალი არ არის, რომ ქარვთველ საზოგადოებას უჭირს,  მიიღოს ეს პროფესია სერიოზულად, მაგრამ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ქალის სიშიშვლე სრულიად ნორმალური და ზოგჯერ გარდაუვალიცაა.

განიხილავენ მის პირად ცხოვრებას, რომელზეც უამრავ დაუზუსტებელ და ხდირად შეთხზულ ფაქტს არაარგუმენტირებულად აქვეყნებენ სხვადასხვა გამოცემასა თუ სააგენტოში.

რას აკეთებს ამ დროს თავად თამო ვაშალომიძე? – მუშაობს. საკუთარ თავზე, სხეულის ფორმების სრულყოფასა და კარიერაზე. ლამაზმანი დროის უმეტეს ნაწილს ფიტნეს დარბაზში და გადაღებებზე ატარებს. ნელ-ნელა იხვეწება მისი პორტფოლიოც და მასთან ერთად ჭორებიც, თუმცა, როგორც ვიცით, ლამაზმანს ისინი დიდი ხანია გულს აღარ სტკენს. მან ირწმუნა საკუთარი თავის და სწორხაზოვნად მისდევს მიზანს, გახდეს ლიდერი თავის კარიერულ სფეროში. მან შეძლო ის, რომ აღარავის ადარებენ, საკუთარი თავისგან შექმნა ბრენდი, რომელიც აღარავისში აერევათ.


“ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანია, ვისთანაც კი მიმუშავია. ყოველთვის ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს გადაღებაზე, ძალიან სერიოზულად უდგება საქმეს და ბოლომდე კმაყოფილი არასოდესაა, სულ ცდილობს, რაღაც ახალი გააკეთოს, დაიხვეწოს და ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ბოლო გადაღება მახსენდება,  2 ღამის უძილობის და გადაღებების შემდეგ, კიდევ სამუშაო განწყობა რომ ჰქონდა. რაც მთავარია, მასთან მუშაობა კომფორტულია პირადად ჩემთვის. ნებისმიერ იდეაში ბოლომდე მოგყვება და შედეგიც შესაბამისია ხოლმე. როგორც ქალი, ძალიან დახვეწილია, დადებითი ენერგეტიკით.” – George Van de Kamp


“ხშირად მიმუშავია მოდელებთან, ფოტომოდელებთან და მოკლედ, ბევრ ადამიანთან, როგორც ფოტოგრაფს და ყოველთვის, ყველასთან მიწევდა და მიწევს თქმა თუ როგორ დადგეს, რა პოზა მიიღოს, რა გაასწოროს და ა.შ. თამო არის ის ერთადერთი ფოტო მოდელი, რომელსაც არ სჭირდება თქმა და მითითება პოზაზე, დგომაზე და სხვა დანარჩენ დეტალებზე. იმდენად პროფესიონალია საკუთარი საქმის, რომ მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ეს მასში დევს და მას უყვარს საკუთარი საქმე. ის თავდაუზოგავად მუშაობს, როდესაც საქმე გადაღებებს ეხება. უძილობა, გადარბენები, მაგრამ საქმისადმი სიყვარული ამ ყველაფერს უკანა პლანზე წევს და ის სიამოვნებასაც კი იღებს იმ დაღლის და ყველაფრის მიუხედავად. ეს ნიშნავს ყველაფერს! ის ჩემთვის არის ნამდვილად, უნიჭიერესი ფოტო-მოდელი და სხვა დამწყებ და ბევრ შემდგარ მოდელსაც კი ვურჩევდი, რომ მიბაძონ მას!” – მიშო ბეგაშვილი

13718589_1154445037930295_7849403824086636642_n

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Celebrity