Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

#MRსპოილერი – Bates Motel

სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ახალ, ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის შესახებ.

დღეს #MRსპოილერი რეკომენდაციას Bates Motel-ს უწევს.

ამერიკული ტელეარხის A&E-ს შექმნილი სერიალი „ბეიტსის მოტელი“, ეფუძვნება ჰიჩკოკის კლასიკურ საშინელებათა ფილმ Psycho-ს, კერძოდ კი ნორმანისა და ნორმას პერსონაჟებს. ვისაც ზემოთხსენებული ფილხმი ნანახი აქვს სიუჟეტის აღქმა გაუადვილდება, თუმცა რაღაც მხრივ ჩიხშიც მოაქცევს, რადგან ფილმის ნორმანსა და სერიალის გმირს შორის დიდი განსხვავებაა.  – ეს ახალი ნორმანია! თან იმის საშუალებაც გვაქვს უფრო ახლოდან გავიცნოთ ის და ჩავუღრმავდეთ მის რეალურ პრობლემებს.

სერიალში გაერთიანებულია დრამა, ტრილერი, დეტექტივი და საშინელებათა ჟანრი. საერთო ჯამში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს და პირველივე სერიიდან გითრევს.
მსახიობები როლს არაჩვეულებრივად ასრულებენ (განსაკუთრებით მთავარი გმირები). ყოველ სერიაში ახალი გმირები ჩნდებიან და თანდათან უფრო ნათელი ხდება ბეიტსების ოჯახის ბურუსით მოცული საიდუმლო. ატმოსფერო ძალიან უჩვეულო და მისტიურია, რაც სერიალს შთამბეჭდავს ხდის.

ამერიკული სერიალების უმეტესობისგან განსხვავებით, სადაც სექსი, ნარკოტიკები და გარყვნილება პირდაპირ, ყოველგვარი თავშეკავების გარეშეა წარმოჩენილი, ბეიტსში ეს თემები ფარდაჩამოფარებულია.

სერიალი მოგვითხრობს უჩვეულო, თავისებური და რთული დედაშვილური ურთიერთობის შესახებ. ეს ურთიერთობები შეიძლება ითქვას გამანადგურებელია.  მათ მუდამ კონფლიქტი აქვთ: დედა ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მისი შვილი ერთ დღესაც გაიზრდება და დატოვებს მას, შვილი კი ვერ ეგუება იმას, რომ დედა სხვა კაცს იპოვის და ოჯახში მას როლი დაეკარგება. თუმცა ორივე აცნობიერებს იმას, რომ უერთმანეთოდ ერთ დღესაც ვერ გაძლებენ და ყოველი ჩხუბის შემდეგ რიგდებიან.

ბეიტსის მოტელი განსაკუთრებულ ინგრედიენტს შეიცავს, რომელიც მას დაუვიწყარსხდის და ეს სულაც არ არის მისი საწყისი Psycho. შემქმნელებმა შეძლეს დამოუკიდებელი ისტორიის შექმნა, რომელსაც შეუძლია მაყურებლის მოჯადოება.

ისტორია იწყება ნორმანის ტრაგედიიდან, როდესაც მოულოდნელად დაკარგავს მამას. ნორმანის დედა – ნორმა, გადაწყვეტს, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ცვლილებები აუცილებელია და გადადიან ახალ ქალაქში, სადაც ყიდულობენ სალს და მოტელს. ერთი შეხედვით უწყინარი და მშვიდი ქალაქი, ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოსული დედა-შვილისთვის საბოლოოდ არც ისე სტუმართმოყვარე აღმოჩნდება. საიდუმლოებით მოცულ მარტოხელა დედას, დამოუკიდებლად უწევს ყველა იმ გამოწვევის მიღება და გამკლავება, რასაც მას „ვაით პაინ ბეი“ უმზადებს. ამ სირთულეებს სულიერად ავადმყოფი შვილის მდგომარეობის გართულებაც ემატება, რასაც ის ნერვულ კრიზისამდე მიჰყავს. საყვარელი შვილის დასაცავად, ნორმა მზადაა ყველა სირთულეს წინ აღუდგეს.

სიუჟეტი ნელა ვითარდება, რაც საშუალებას გვაძლევს წინასწარ წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდება მომავალში. დაემთხვევა თუ არა ჩვენი წარმოდგენები რეჟისორის ჩანაფიქრს ეს მეორე საკითხია.

ჩემი აზრით მკითხველს ისღა დარჩენია სერიალი „დასერჩოს“ და ჩაუჯდეს.

საინტერესო ფაქტები (შეიცავს სპოლერს):

შერიფ რომეროს როლს ასრულებს Nestor Carbonell რომელიც მონაწილეობას იღებდა სერიალ Lost-ში.

ნორმასა მის ძმას შორის გარყვნილი ურთიერთობის იდეა ეკუთვნის ვერა ფარმიგას (ნორმა)

როდესაც განხილებოდა ბეიტსის მოტელის სავარაუდო დასასრულის ვარიანტები შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ სერიალის დასასრული არ იქნება „Psycho”-ს ვმსგავსი.

შემქმნელებს ნორმას როლისთვის ვერა ფარმიგა თავიდანვე შერჩეული ყავდათ და თვლიდნენ რომ ამ პერსონაჟისთვის სწორედ ვერა გამოდგებოდა.

მეორე სეზონში, სადაც ნორმა და ნორმანი ერთმანეთს კოცნიან მაყურებლის მხრიდან არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული. ზოგმა ჩათვალა რომ ეს მეტისმეტი იყო. შემდგომ ცნობილი გახდა რომ რეალურად გახსნილი და ინტიმური სცენები, რაც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო , -ამოიჭრა.

„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ფანებს ალბათ გეცნოთ გვარი – ფარმიგა. ნორმას როლის შემსრულებელი, ვერა ფარმიგა, მსახიობ ტაისია ფარმიგას უფროსი დაა. ტაისია მონაწილეობას იღებდა AHS-ს რამდენიმე სეზონში.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები

  • “პიცცაკო” და “პიცაძეები” – ახალი ქართული პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის

    ქართველები ნამდვილი გურმანები ვართ, გვიყვარს ახალი და საინტერესო კერძების დაგემოვნება, არც უკვე კარგად ნაცნობი რეცეპტების გადასხვაფერებაზე ვამბობთ უარს. ამ საკითხში ექსპერიმენტებს...

    venueMarch 16, 2017
  • ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე

    “ზაფხულის დღესასწაული” – ამ სახელწოდების საღამო, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, 23 ივლისს გაიმართა, სადაც ქეთი მელუამ, ქართველ მსმენელს...

    venueMarch 16, 2017
  • #MRსპოილერი – Girls

    სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის...

    venueMarch 16, 2017
  • 7 სერიალი სადაც წარმოჩენილია გეი ადამიანების ცხოვრება

    ლგბტ თემატიკის ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე აღარავის აკვირვებს და მეტიც, გეი კულტურა, შოუბიზის და ჰოლივუდური ელიტის შთაგონების...

    venueMarch 16, 2017
  • App რეკომენდაცია: Pocket – იკითხე ინტერნეტის გარეშე

    Pocket საუკეთესო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სურს სიახლეები პირველმა გაიგოს და თვალი ადევნოს ფავორიტ ბლოგებს ინტერნეტის გარეშე. აპი შეიძლება შევადაროთ ბრაუზერის bookmark-ს,...

    venueMarch 16, 2017
  • App რეკომენდაცია – “Clips” ახალი ვიდეო აპი Apples-გან

    ტექნიკის გიგანტი, APLLE, თავის მომხმარებლის გახარებას ახალი iOS აპლიკაციის მეშვეობით აპირებს, რომელიც განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს მოეწონებათ, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ლაივ-ტრანსლაციებს აქტიურად...

    venueMarch 16, 2017