Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

რა დამოკიდებულება აქვთ ქართველ ცნობილებს ლგბტ ადამიანების მიმართ

მოგეხსენებათ, რომ ჰომოფობია საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ჯერაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ლგბტ თემის წევრები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას და დისკრიმინაციას საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად კი თითქმის არანაირი ცვლილებები არ ხორციელდება.
საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობა ხშირად რელიგიური და კულტურული ტრადიციებით მართლდება. ჩვენი ქვეყანა ახლა იმ ფაზაშია, რაც უკვე კარგა ხანია გაიარა ევროპამ, ამერიკამ და აზიის რამდენიმე ქვეყანამ.

VENUE.GE დაინტერესდა იმით, თუ რას ფიქრობენ ქართველი ცნობილები ჰომოფობიაზე და რა დამოკიდებულება აქვთ მათ ლგბტ ადამიანების მიმართ.

გთავაზობთ რამდენიმე სელებრითის კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნინა წკრიალაშვილი  (მომღერალი)

ზოგადად ფობია ძალიან ცუდი რამაა, იქნება ეს ჰომოფობია, ქსენოფობია თუ კლაუსტროფობია 🙂 შიშის გარეშე ცხოვრება ბევრად მარტივი და სასიამოვნოა. დავაკვირდი რომ ჰომოფობ ადამიანებს ბევრი სხვა ფობიებიც აქვთ.
რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ:
ჩემი ნამდვილი მეგობრების უმეტესობას ჰომოსექსუალები წარმოადგენენ. გეტყვით იმასაც რომ არც ისე ბევრი მეგობარი  მყავს. ასე, რომ მხოლოდ დადებითად ვარ განწყობილი ამ ადამიანების მიმართ.

ნანუკა გოგიჩაიშვილი (მოდელი)

ჰომოფობია არა მხოლოდ საქართველოსთვის რჩება პრობლემად, არამედ მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში.
შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა რომ არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც ხალხს განასხვავებს რასობრივი, რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. მიყვარს ადამიანები და განსხვავებულ აზრს ყოველთვის პატივს ვცემ.
ჩემთვის სიყვარული ზოგადი ცნებაა, რომელიც მხოლოდ სიკეთსკენ და შთაგონებისკენ გიბიძგებს, ამიტომ ყველანაირი სიყვარული მისაღებია, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნე სიკეთეს ბადებს და არა სიბოროტეს. ვფიქრობ ყველას აქვს სიყვარულის უფლება.

რუსკა მაყაშვილი (მსახიობი/პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი)

საქართველოში ჰომოფობიის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა მგონია რომ ნელ-ნელა ეს საკითხი გამოსწორებისკენ მიდის. პირადად მე ვგმობ ჰომოფობიას და ჰომოფობებს!
ლგბტ ადამიანების მიმართ არავითარი ნეგატივი არ მაქვს. ყველას აქვს უფლება აირჩიოს ის გზა და ის ცხოვრება, როგორიც მას სურს.

მარკუს მეტრეველი (მომღერალი)

ადამიანები, რომლებიც განსხვავებულნი არიან, თავისი სექსუალური ორიენტაციით, რელიგიით, იდეოლოგიითა თუ მრავალი სხვა ნიშნით და ინდივიდისთვის არის კომფორტული ის გარემო, რაშიც თვითონ ცხოვრობს, ამ შემთხვევაში უკვე ნებისმიერი ადამიანის მოსაზრება თუ კმენტარი ზედმეტია!
ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ავისი აზრი ჰომოსექსუალებზე, გამომდინარე მისი კულტურიდან, აღზრდიდან, განათლებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ის რელიგიურია, მაშინ ის ვალდებულია, უყვარდეს და არ სძულდეს ადამიანი. იუდეო-ქრისტიანულისა და ისლამურ ტრადიციაში ღმერთისა და ადამიანის სიყვარული საძირკველს წარმოადგენს.
ჩემი დამოკიდებულება არის ადამიანური. მთავარია მასში დავინახო – ადამიანი. დღეს ამის ნაკლებობაა ქვეყანაში. ჰომოსექსუალი ისეთივე „მოყვასია“, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი და თუ ეს ასეა, ჩვენი სარწმუნოებრივი იმპერატივია მისი სიყვარული იმ შემთხვევსიც კი, თუ არ მოგვწორს მისი პირადი ცხოვრება.

ნუკი კოშკელიშვილი (მსახიობი/ტელეწამყვანი)

ვერასოდეს მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ვინმე გავამტყუნო და ყველას ვურჩევ ამით ნუ დაკავდება. “ჰომოფობია” ჩემთვის ძალიან მიუღებელია, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ფობია. ეს ერთგვარი შიში და უცოდინარობაა. რატომ უნდა გვძულდეს ადამიანი მისი ოროენტაციის გამო?! მე არავინ მძულს და თქვენს მკითხველსაც მოვუწოდებ, უფრო ტოლერანტული იყოს სხვების მიმართ. თუ ჰომოფობები თავიანთ სიძულვილს რელიგიით ამყარებენ, მაშინ პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია. რელიგიის საფუძველი კიეთეა და არა სიძულვილი. 

ნანუკა ჟორჟოლიანივ (ჟურნალისტი/ტელეწამყვანი)

ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება ამქვს. განსაკუთრებული არაფერი. მე მყავს არაერთი ჰომოსექსუალი მეგობარი. თუ კაი ტიპია, კაი ტიპია და თუ ვფიქრობ რომ არაა, არაა.

ქეთათო პოპიაშვილი (მომღერალი)

ადამიანებში, მათ პიროვნულ თვისებებს ვაქცევ ყურადღებას, იმას, რამდენად დამოუკიდებელია, პასუხისმგებლიანი, სანდო და ლოიალური გარშემოს მიმართ. რაც შეეხება მის სექსუალურ ორიენტაციას, ეს მე არ მეხება. საკუთარ თავზე ნამუშევარი, საკუთარ სურვილებში ჩამოყალიბებული ადამიანი გარემოს არასოდეს აწუხებს პირადი სექსუალური ინსტინქტების ველური გამომზეურება-ფოიერვერკეით, ასე რომ კულტურული ინდივიდი ყოველთვის პატივსაცემია კეთილგანგაწყობს, რომელ სექსუალურ ორიენტაციასაც არ უნდა იზიარებდეს.

ნიკა ქავთარაძე (კომიკოსი)

ჰომოფობია არის ძალიან მძიმე დანაშაული. ვფიქრობ ადამიანების ზიზღი, დამცირება, მათზე ძალადობა და ა.შ „განსხვავებულობის“ გამო აუცილებლად უნდა ისჯებოდეს.
ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ არიყოფა „ჯგუფების“ მიხედვით. ყველა ადამიანი არის შესაფასებელი მათი შინაარსის, ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის შესაბამისად – გეია, ჰეტერო თუ ბი.
და რატქმაუნდა ჰომოსექსუალობა არ მიმაჩნია ავადმყოფობად.

თიკა ჯამბურია (მომღერალი)

თანამედროვე სამყაროში იყო ჰომოფობი, ეს იგივეა იყო, – კათმოძულე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.
ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია: რელიგიით, კანის ფერით, სექსუალური ორიენტაციით, თუმცა ყველა ადამიანი იბადება თანასწორი უფლებებით და ჩვენ ისინი არ უნდა გამოვყოთ  საზოგადოებიდან. მე ბევრი ლგბტ მეგობარი მყავს. ბევრი მათგანი ძალიან ჭკვიანი და თავის საქმეში წარმატებულია. ხშირ შემთხვევში გამოირჩევიან ერთგულებით, არიან ლაღები და ურთიერთობებში გახსნილები. ყველა ადამიანის სექსუალური ცხოვრება არის პირადად მისი და არ უნდა განიხილებოდეს საჯაროდ, ეს ცუდი ტონიცაა.

მეგი მიშველიძე (მოცეკვავე/პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე)

ჩემი აზრით ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არავინ არ უნდა განსაჯოს ისინი. 21-ე საუკუნეში ლგბტ ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ განსხვავებული ინტერესებით.
_____________________________________________________________

ჩვენ, ამ სტატიის სახით წამოვიწყეთ ერთგვარი კამპანია, რომლის იდეაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაგვიზიაროს თავისი პოზიტიური დამოკიდებულება, მოგვაწოდოს ისტორიები და ლგბტ თემაზე შექმნილი საინტერესო არტ ნამუშერები, რომლებსაც ჩვენ სიხარულით გამოვაქვეყნებთ.
ვიმედოვნებთ, ერთად ბევრ რამეს სასიკეთოდ შევცვლით!

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle