Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

არაკეთილმოსურნეებს და ჭორებს, ქეით მიდლტონი დიდსულოვნად ეგებება |VENUE

ბოლო ორი კვირაა სამეფო ოჯახი სკანდალებს იგერიებს. გავრცელდა ჭორები უმცროსი პრინცის წარმომავლობის და ტახტის უფროსი მემკვიდრის შესაძლო რომანის შესახებ. არაკეთილმოსურნეებს და სამეფო წყვილის შესაძლო განქორწინების შესახებ ჭორებს, ქეით მიდლტონი დიდსულოვნად ეგებება და საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტზე საკუთარ უზადო გემოვნებას ხაზი გაუსვა, რაც მაშინვე აიტაცა პრესამ. მოდურმა გამოცემებმა და თავად “მოდის ბიბლიამ” ვოგმა ქეითის “სამეფო პერფორმანსს” სიახლეების სერიაც კი მიუძღვნა. შანელის, ალექსანდრ მაკქუინის, კატერინ ვალქერის და ჯენი პექემის სამოსში გაიბრწყინა გრაფინიამ მოდის სამშობლოში და მაშინვე მოინადირა მისი გული. როგორც ჩანს ქეითი ამით იმის თქმას ცდილობს, რომ სამეფო წყვილს ასე მარტივად ვერაფერი დააშორებს.

 

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Celebrity