Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

7 სერიალი სადაც წარმოჩენილია გეი ადამიანების ცხოვრება

ლგბტ თემატიკის ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე აღარავის აკვირვებს და მეტიც, გეი კულტურა, შოუბიზის და ჰოლივუდური ელიტის შთაგონების წყაროც ხშირად გამხდარა.
ამიტომ ბოლო პერიოდში გადაღებულ თითქმის ყველა სერიალში შეხვდებით ერთ გეი პერსონაჟს მაინც. ესეც საზოგადოებაში ამ ადამიანების მიმართ დადებითი განწყობის შექმნის ერთ-ერთი ხერხია. ამ პოზიტიური ტრადიციის საქართველოში დამკვიდრება, დაიწყო სერიალმა, “ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც უკვე შეხვდით კატოს გეი თანამშრომელს და ახლა თვალს ვადევნებთ ტრანსგენდერი ნინოს ტრაგიკულ ცხოვრებას.

#MRსპოილერ-მა იმ სერიალების სია შეადგინა, სადაც წარმოჩენილია ლგბტ ადამიანების ცხოვრება.

Looking

სერიალი სამ სანფრანცისკოელ გეი მეგობრებზე მოგვითხრობს. ისინი მუდამ ეძებენ რომანტიკას, სექსს, კარიერულ წარმატებას, საკუთარ თავს. მოკლედ, იმას, რასაც სხვა დედამიწელები. შეიძლება ითქვას “სექსი დიდ ქალაქშია”, თუმცა მთავარ როლში სიმპატიური მამაკაცები გვევლინებიან, ტავიანთ კომპანიონებთან ერთად.

Glee

სიუჟეტის ცენტრში, ფაქტობრივად, გუნდი და გუნდის წევრებსშორის ურთიერთობა ექცევა. სერიალში, საზოგადოებაში არსებული არაერთი პრობლემა გვხვდება. ლგბტ ხაზი კრის კოლფერს აქვს ჩაბარებული. მან ქასთინგზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სწორედ მისთვის დაიწერა თავდაპირველად ჩაუფიქრებელი, მთავარი როლი. პერსონაჟი პირად ცხოვრებაში ბედნიერებას და შოუ ბიზნესში წარმატებულ გზას ეძებს, როდესაც, ამერიკაში ამის მოპოვება ძალიან ძნელია. დაბრკოლებების გადალახვაში მეგობრები ეხმარებიან.

The New Normal

სერიალი ძალიან მხიარულ და ბედნიერ, 30 წელს მიღწეულ გეი წყვილზეა, რომელთაც ერთადერთი ოცნება აქვთ – ჰყავდეთ შვილი. ამაში კი მათ გოგონა ეხლმარება, რომელიც მათი სუროგატი დედა ხდება.

Skam

Skam რეალითი შოუს პრინციპებზე აგებული ნორვეგიული სერიალია, რომლის ყოველ სეზონშიც სხვადასხვა პერსონაჯის ირგვლივ ვითარდება მოვლენები. პირველი სეზონი ძირითადად ღალატს ეხებოდა, მეორე ორი განსხვავებული ადამიანის სიყვარულს, ხოლო მესამე სეზონის სიუჟეტი გეი წყვილის გარშემო ვითარდება. მოგეხსენებათ, ნორვეგიაში ჰომოფობიის დონე ძალიან დაბალია, თუმცა გარკვეული სირთულეები და კომპლექსები ლგბტ ადამიანებში მაინც არსებობს. სეზონის დიდი ნაწილი სწორედ ამ სირთულეებსა და კომპლექსებს ეხება. 15 წლის ისააკი, რომელსაც საჯაროდ ქამინგ აუთი არ გაუკეთებია და მისმა მეგობრებმა არ იციან მისი ორიენტაციის შესახებ, უყვარდება თავისივე სკოლელი ბიჭი, რომელსაც დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს.

Modern Family

სერიალი დიდ და ძალიან მხიარულ ოჯახზეა, ფაქტოვრვად სამზე, მაგრამ ისინი მუდამ ერთად არიან და ერთ დიდ ოჯახს ქმიან. ერთ-ერთი ოჯახის სათავეში ორი გეია და მათი აყვანილი ქალიშვილი, ვიეტნამელი გოგონა. მათ ყოველთვის გამორჩეული და სასაცილო ხუმრობები აქვთ, მათი ქალიშვილი კი საუკეთესო სასერიალო შვილია. საოცარი შოუა და გასაოცარი არ არის, რომ ამ მრავალი წლის განმავლობაში, რაც ის ეთერშია უამრავი ჯილდო მოაგროვა.

ჩემი ცოლის დაქალები

ქართული სატირა, რომელიც თავდაპირველად, სამი, ერთმაენთისგან სრულიად განსხვავებული დაქალის და მათი სახალისო და ზოგჯერ რთული ცხოვრებისეული მომენტების შესახებ მოგვითხრობდა, სადაც ნათლად ჩანდა ქართულ საზოგადოებაში არსებული პრობლემები და დრომოჭმული სტერეოტიპები, მაყურებლისგან დადებითი გამოხმაურების შემდეგ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ბევრი განსხვავებული პერსონაჯიც შეემატა. მათ შორის იყო, კატოს გეი თანამშრომელი, რომელიც უფროსის მხრიდან, სექსუალური ორიენტაციის გამო ხშირად აწყდებოდა არასამართლიან მოპყრობას. სერიალმა ამ პერსონაჟით დაგვანახა ის რთული და მტკივნეული პრობლემა, რაც ლგბტ ადამიანებს ყოველდღიურად ეხებათ. ახლახან კი სერიალში მშობლების მხრიდან უარყოფილი ტრანსგენდერი პერსონაჟი გამოჩნდა, რომლის ერთადერთი მეგობარი ნელიკოა. სწორედ ის ეხმარება პრობლემების დაძლევაში. ნინოს ერთადერთი მიზანია მოიპოვოს საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა და იპოვოს სამსახური.

Grey’s Anatomy

სამედიცინო დრამის ერთ-ერთი სასიყვარულო ხაზის მთავარ გმირებად ლესბოსელი წყვილი გვევლინება. მეოთხე სეზონში კელი, მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მის სექსუალურ ინტერესებში მხოლოდ მამაკაცები არ იკავებენ წამყვან როლს და ნელ-ნელა გრძნობები უჩნდება თავისი კოლეგის, არიზონას მიმართ.

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in ბლოგები

  • “პიცცაკო” და “პიცაძეები” – ახალი ქართული პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის

    ქართველები ნამდვილი გურმანები ვართ, გვიყვარს ახალი და საინტერესო კერძების დაგემოვნება, არც უკვე კარგად ნაცნობი რეცეპტების გადასხვაფერებაზე ვამბობთ უარს. ამ საკითხში ექსპერიმენტებს...

    venueMarch 25, 2017
  • ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე

    “ზაფხულის დღესასწაული” – ამ სახელწოდების საღამო, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, 23 ივლისს გაიმართა, სადაც ქეთი მელუამ, ქართველ მსმენელს...

    venueMarch 25, 2017
  • #MRსპოილერი – Girls

    სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის...

    venueMarch 25, 2017
  • App რეკომენდაცია: Pocket – იკითხე ინტერნეტის გარეშე

    Pocket საუკეთესო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სურს სიახლეები პირველმა გაიგოს და თვალი ადევნოს ფავორიტ ბლოგებს ინტერნეტის გარეშე. აპი შეიძლება შევადაროთ ბრაუზერის bookmark-ს,...

    venueMarch 25, 2017
  • App რეკომენდაცია – “Clips” ახალი ვიდეო აპი Apples-გან

    ტექნიკის გიგანტი, APLLE, თავის მომხმარებლის გახარებას ახალი iOS აპლიკაციის მეშვეობით აპირებს, რომელიც განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს მოეწონებათ, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ლაივ-ტრანსლაციებს აქტიურად...

    venueMarch 25, 2017
  • #MRსპოილერი – Bates Motel

    სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ახალ, ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო...

    venueMarch 25, 2017