Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

GEM fest – ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი ღონისძიების მქონე ფესტივალი |VENUE


დღეს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში GEM Festის დამფუძნებლმა, გიორგი სიგუამ პრესკონფერენცია გაიმართება.ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და Check in Georgia-ს კოორდინატორი ქეთი ბოჭორიშვილი დაესწრო და აუდიტორიას მიმართა.
დღეს, ცნობილი გახდა, line up-ის საბოლოო შემადგენლობა,რაც თავისი მასშტაბით, მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალების რანგისაა. GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს და ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში,14 ივლისიდან 14 აგვისტომდე 8 სცენაზე 500 არტისტი დაუკრავს, ხოლო ფესტივალის ფარგლებში 1300-მდე ივენთი მოეწყობა.
GEM Fest-ზე მსოფლიოს #1 დიჯეი მარტინ გარიქსი დაუკრავს და მხოლოდ ერთი დღით, 3 აპრილს(ორშაბათს) მარტინ გარიქსის ივენთზე დასასწრები ბილეთი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად – 25 ლარად გაიყიდება.
GEM Fest-ზე წელს, 1 თვის განმავლობაში, მარტინ გარიქსის სტივ აოკი, პოლ კალკბრენერი, სოლომუნი, აქსელინგროსო და სხვა მსოფლიო მასშტაბის არტისტები დაუკრავენ და სოფელ განმუხურში დაგეგმილი ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალების რანგის იქნება.
line up-ის მასშტაბურობიდან გამომდინარე, GEM Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. სწორედ საერთაშორისო მედიის აქტიური ჩართულობითა და სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგად,ფესტივალზე 2017 წელს ორგანიზატორები ათიათასობით უცხოელ ტურისტს ელიან, რომლებიც სამეგრელოში ათეულობით მილიონ დოლარს დახარჯავენ.
პრესკონფერენციაზე დღეს ასევე გაჟღერდა, რომ GEM Fest გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ის გინესის რეკორდების წიგნში, ასევე ჩაიწერება, როგორც ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი “ივენთის”/ღონისძიების მქონე ფესტივალი.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle