Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

#MRსპოილერი – Girls

სატელევიზიო შოუს მოყვარულებს VENUE.GE ყოველ კვირეულ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც განვიხილავთ ცნობილ და არაცნობილ TV SHOW-ებს, გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს სერიალის შესახებ.

დღეს #MRსპოილერი რეკომენდაციას Girls-ს უწევს.

HBO-ს სერიალი „გოგოები“, მოგვითხრობს 4 ახალგაზრდა დაქალის შესახებ, რომელთაც შეიძლება საერთო ბევრი არაფერი აქვთ და კარიერაში ერთმანეისგან სრულიად განსხვავებული ინტერესებით იკვალავენ გზას დიდ და მკვლელ კონკურენტულ გარემოში, შუაგულ ნიუ-იორკშო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთს არასოდეს ივიწყებენ, რთულ მომენტებში ყოველთვის ერთად დგანან – სწორედ ეს არის მეგობრობა.

მათგან ერთ-ერთი, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოვლენები მწერალია. მას ბევრი ბრძოლა უწევს თავისი ოცნებების რეალიზაციისთვის. ყველა პერსონაჟს თავისი ხასიათი და „ცოდვები“ აქვთ. სერიალი თითქოს კავშირშია HBO-ს კლასიკად აღიარებულ სერიალთან „სექსი დიდ ქალაქში“ და ძალიან ბევრი თვლის რომ პერსონაჯების თვისებები ძალიან წააგავს ზემოთხენებული სერიალის პერსონაჯებისას. მაგალითად მწერალი ჰანნა შგვიძლია კერის შევადაროთ; ჯესა – თავქარიანი, იპულსური, მოულოდნელობებით არსავსეა, მისგან ყველაფერს შეიძლება მოელოდე, ის შეიძლება სამანტას შევადაროთ; შოშანა – შედარებით კონსერვატული, თავდაჭერილი გოგა, რომელსაც ქალიშვილობის დაკარგვა პატიოსან პრინცთან სურს, რაც ძალიან ჰგავს შარლოტას; მერლი – აქვს ძალიან ცვალებადი ხასიათი, თუმცა კარგად იცის რა სურს და იბრძვის მის მისაღწევად – მირანდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბევრად თანამედროვეები არიან და ასაკიდან გამომდინარე მათი მთავარი მიზანი მამაკაცის პოვნა არ არის. ბევრი სხვა საფიქრალიც აქვთ.

ერთი შეხედვით სერიალი შეიძლება ამორალური მოგეჩვენოთ, მასში მრავლადაა სექსი, ნარკოტიკები, ალკოჰოლო, რომელსაც გმირები მოიხმარენ. მატ არავითარ შემთხვევსია რ უნდა მიბაძონ მოზარდებმა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი ნამდვილები არიან. ისინი ისეტები არიან, როგორებიც სინამდვილეში ჩვენ ვართ. თუ ჩვენ არა, მაშინ ჩვენს გარშემო მოფი ადამიანები, მეოგბრები, ნათესავები. მათ შეუძლიათ მოწიონ მათთვის უცნობი მოსაწევი, ჰქონდეთ სექსი, არასწორად შერჩეულ პარტნიორთან. ასეთია ცხოვრება. ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და შედეგებით ვსწავლობთ.

თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის სერიალები, მაშინ Girls აუცილებლად უნდა უყუროთ.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle