Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პირველი შვილის მშობლები გახდნენ |VENUE

არაოფიციალური ინფორმაციით 31 წლის რუსული წარმოშობის მოდელი ირინა შეიკი და 45 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ბრედლი კუპერი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილი არანაირ კომენტარს არ აკეთებს, არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას. ბოლო პერიოდში კი არც სოციალურ ქსელში და არც პრესაში არ ასაჯაროვებენ არანაირ ინფორმაციას პირადი ცხოვრებიდან. ირინა მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა, რამაც მხარი დაუჭირა ბრედლი კუპერმაც. ყვითელი პრესა ბოლო ხანს ბევრს საუბრობს წყვილის არც თუ ისე დალაგებულ ურთიერთობაზე, როგორც  ჩანს მათ კრიზისული პერიოდი მართლაც აქვთ, რადგან დროის მეტ ნაწილს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ატარებენ, თუმცა ვარსკვლავებთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ ეს დროებითია და ბავშვის დაბადება მათ ამ კრიზისის გადალახვაში დაეხმარება, ამასთან უფრო გაამყარებს მათ ურთიერთობას. წყვილის თანაცხოვრება სამ წელს ითვლის.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Celebrity