Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მოდური ტრენდი – პლატინისფერი ქერა მოკლე ვარცხნილობაზე |VENUE

ბოლო პერიოდში პლატინისფერი თმა მოკლე ვარცხნილობაზე წითელი ხალიჩის ნამდვილ ტრენდად იქცა. კარა დელევინი, კრისტენ სტიუარტი, კეტი პერი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვა ვარსკვლავები იმ ქალბატონების რიცხვს მიეკუთვნებიან, ვინც არ ერიდებიან იმიჯის მკვეთრ ცვლილებას გარეგნობაში, ამიტომ თუ თქვენც გადაწყვეტთ ამ მოდური ტენდის მორგებას, გირჩევთ რამდენიმე რჩევ აუცილებლად გაითვალისწინოთ:

1. აუცილებლად გაითვალისწინეთ თმის ხარისხი. თუ ის ძლიერ დაზიანებულია, გირჩევთ ჯერ უმკურნალოთ, გამოაჯანსაღოთ მათი სტრუქტურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ ახალ ექსპერიმენტს.

2. აუცილებლად მიმართეთ სალონს და მიანდეთ თქვენი თმის გაღიავება პროფესიონალ სტილისტს, სწორედ ის და მხოლოდ ის დაგეხმარებათ სასურველი ტონის მიღებაში.

3. არ დაგავიწყდეთ, რომ მიღებული ტონი საჭიროებს რეგულარულ მოვლას, სხვადასხვა ტონიზირებული შამპუნებით. ამასთან აუცილებელია თმის დამარბილებელი საშუალებებოს გამოყენება, იქნება ეს ნიღბები თუ საცხები, რადგან ამგვარი ღებვის დროს თმაც და თავის კანიც სერიოზულად ზიანდება.

4. თმის ძირები 2-3 კვირაში საჭიროებს განახლებას, განმეორებით შეღებვას.

5. მაკიაჟი და წარბები – ამგვარი ფერის ვარცხნილობა განსაკუთრებით მოითხოვს მოვლილ წარბებს, ხოლო მაკიაჟის დროს ფრთხილად გააკეთეთ აქცენტები, უფრო სწორად აქცენტი და უმჯობესია თუ ეს იქნება ტუჩი ან თვალი. მოერიდეთ კონტრასტულ ჩრდილებს ყვრიმალებზე და შეარჩიეთ ფერუმარილის ბუნებრივი ტონი. მთლიანობაში კი “პლატონისფერ ქალბატონებს” სწორედ ბუნებრივი და სწორად შერჩეული აქცენტი აქცევთ გარშემომყოფების მოწონების ობიექტად.

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Beauty