Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

Backstage Emotions – Tbilisi Fashion Week, season 15 |VENUE

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი წამატებით მიმდინარეობს და მისდამი ინტერესიც სულ უფრო იზრდება. VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, BURO 24/7, VOGUE Ukraine, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine – უცხოური პრესის ყურადღება ახლა ქართველი დიზაინერების მიმართ არის მიპყრობილი. კვირეულის დასრულებამდე დარჩენილია ერთი დღე. უკვე ტრადიციულად, კვირეულის დასრულების შემდეგ ველოდებით ახალ სტატიებს, შეფასებებს, ქუჩის სტილსა და დიზაინერების სრულ კოლექციებს ყველაზე მოდური გამოცემების ონლაინ პორტალებზე.

თბილისის მოდის კვირეული, ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა დამწყები დიზაინერებისთვის. სწორედ ახალ სახეებზე და ტალანტების აღმოჩენაზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი, მათ ეძლევათ საშუალება მიიღონ გამოცდილება და მიეცეთ შანსი შეამჩნიონ ბაიერებმა, მოდურმა გამოცემებმა და მოხვდნენ უცხოურ პრესასა და ბაზარზე. ასეთი ფაქტების მაგალითები კი უკვე მრავლად ვიხილეთ კვირეულის არსებობის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ კვირეული ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ფოტოგრაფების, პრესის, მედიისა და თავად საზოგადოებისთვისაც. ორგანიზატორები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ სასიამოვნო და რაც მთავარია თავისუფალ გარემოს გარემოს კვირეულის ყველა სტუმრისთვის.

წლევანდელი ჩვენებების განრიგი მარიამ გვასალიამ გახსნა, რომელიც აღსანიშნავია, რომ თბილისის მოდის კვირეულის ოქროს აღმოჩენაა. მარიამის წინამორბედი კოლექცია უკვე იყიდება უცხოურ ბაზარზე დიდი წარმატებით.

VENUE ამჯერად გთავაზობ თათა კაჭარავას საინტერესო ფოტორეპორტაჟს, კვირეულის მესამე დღის მსვლელობის ბექსთეიჯიდან.  21 აპრილს კვირეულზე ვიხილეთ : Marta, Tatana და Lika4Lika-ს კოლექციების ჩვენებები. ფოტოკრებულში შევეცადეთ გვეჩბენებინა ბექსთეიჯის ემოციები.

თათა მეათე კლასის მოსწავლეა და ძირითადად არქიტექტურის ფოტოგრაფიით არის გატაცებული – ეს მისთვის პირველი გამოცდილებაა მსგავსი მასშტაბის მქონე პროექტის გადაღების. ჩვენმა პორტალმა ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა და საშუალება მისცა მას, გამოეცადა საკუთარი შესაძლებლობები და მიეღო სრულიად ახალი გამოცდილება, რაც საბოლოოდ,  ვფიქრობთ ძალიან საინტერესო გამოვიდა.

author: lita Gasviani 

დატოვე კომენტარი


Comments

0 comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle