Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

GEM fest გინესების რეკორდსმენი – 14 ივლისს მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი გაიხსნება |VENUE

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 3 მაისს ანაკლიაში მედიატური გაიმართა. ქართული მედიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების საერაშორისო განვითარების ცენტრის (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს ადგილზე გაეცნენ. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხერში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEM Fest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.

პროექტის მიზანია საოჯახო სასტუმროებოსთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რეკლამების პაკეტების მიწოდება; საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ტრენინგების გამართვა და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა. დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდენარე ტერიტორიაზე პროექტის ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი და გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან, შვეიცარიიდან და ა.შ.

პროექტის განცორციელების შედეგად სამუშაო ადგილები შეიქმნება, გაიზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახეობის ეკონომიკური მდგომარეობა. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

შეგახსენებთ, GEM Fest გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ის გინესის რეკორდების წიგნში, ასევე ჩაიწერება, როგორც ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი “ივენთის”/ღონისძიების მქონე ფესტივალი.

გიორგი სიგუა: მე  გუშინდელი დღიდან, უკვე ვარ სამეგრელოს მოქალაქე! მე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თბილისი და საცხოვრებლად, ჩემ ოჯახთან ერთად გადმოვიდე ანაკლიაში, იმიტომ რომ, მე მჯერა იმ ეკონომიკური წარმატების, რომელიც წინ აქვს სამეგრელოს. 

 Photo: Gigi Tchelidze

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in პროექტები