Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

რჩეული ლუქები მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებიდან |VENUE

 სულ რაღაც ერთი თვის წინ დედაქალაქმა თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლა. ახლახანს კი დასრულდა მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულის  შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებების სეზონიც. დამეთანხმებით პატარა ქვეყნისთვის ორი მოდის კვირეული ძალიან დიდი ფუფუნებაა და ამასთან დიდი პასუხისმგებლობაც, თუმცა უნდა ვაღიაროთ თავს ნამდვილად ვართმევთ და სეზონიდან სეზონამდე ორივე კვირეული იზრდება, იხვეწებიან დიზაინერებიც და მათი კოლექციებიც უფრო საინტერესო ხდება. საერთაშორისო ასპარეზზე იზრდება ინტერესი ქართველი დიზაინერების, მოდელებისა და  სამოსის მიმარ. ამ ყველაფერს კი ხელს ძალიან უწყობს დემნა გვასალიას ფიგურისადმი უზარმაზარი ინტერესი მოდის სამყაროში. ასევე, აღსანიშნავია დავით კომახოძის, იგივე დევიდ კომას დიდი წარმატებაც საერაშორისო ასპარეზზე, რომლის უკანასკნელი კოლექციაც, სწორედ ქართული ნაციონალური სამოსის მოტივებზე შეიქმნა.

  კვირეულის მიმდინარეობისას ტრადიციულად, საუკეთესო კოლექციები ამერიკულ ვოგზე გამოაქვეყნეს, მათ შორის კი მოხვდნენ: მატერიელი – ალექსანდრე ახალკაციშვილი, თამუნა ინგოროყვა, გიორგი ქებურია, გოლა დამიანი, ავთანდილი, რია ქებურია, დალოდი – მაკა კვიციანი, ლაკო ბუკია, ირაკლი რუსაძე –   Situationist, ჯაბა დიასამიძე, ნიკოლას გრიგორიანი, ბესარიონი, ანუკი არეშიძე და კვირეულის უკრაინელი სტუმარი Bevza.  “მოდის ბიბლიის” ოდიციალურ პორტალზე, ასევე, მოხვდა თბილისის ქუჩის სტილის საკმაოდ ვრცელი ფოტორეპორტაჟიც. კვირეულის უცხოელმა სტუმრებმა, ბაიერებმა, ფეშენ ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ბლოგერებმა უკვე დატოვეს საქართველო. მოდურ გამოცემებზე კი საკმაოდ პოზიტიურ გამოხმაურებებსა და სტატიებს წერენ მოდის კვირეულის თემასთან დაკავშირებით და არა მარტო. წერენ ზოგადად ქართულ კულტურაზეც და ხაზს უსვამენ ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას.

 გთავაზობთ ჩვენ მიერ შედგენილ ფოტოკოლაჟებს, რომლებშიც  შევეცადეთ გაგვეერთიანებინა თითოეული კოექციის ყველაზე გამორჩეული ლუქები.

მაშ ასე…

Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili

Georhe Shagashvili

Dalood by Maka Kvitsiani

Materiel by Lado Bokuchava

Lalo

Tamuna Ingorokva

Anouki

Bevza

Bessarion

Avtandil Tckitishvili

Tiko Paksa

George Keburia

Alexander Arutynov 

Djaba Diasamidze 

Eloshi

Lako Bukia

author: lita ✍

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Fashion