Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

Tbilisi NewComers 2017 დაიწყო! |VENUE

Tbilisi NewComers 2017 იწყება. ამასთან დაკავშირებით დღეს “ალტერვიჟენ ჯგუფმა” ილიაუნის თეატრში პრესკონფერენცია გამართა, სადაც პროექტზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
Newcomers 2017-ით დაინტერესებულმა მუსიკოსებმა 15-დან 27 მაისის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.newcomers.ge და ატვირთონ ფოტოსურათი, 3 mp3 ჩანაწერი და ბიოგრაფია.
აპლიკაციის განხივლის შედეგად, შერჩეული საუკეთესო ბენდები მოწვეული იქნებიან შოუქეისზე, რომელიც 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება. ფინალური შოუ-კონცერტი 10 ივნისს ლისის ტბაზე ილიაუნის მე-11 დაბადების დღეზე შედგება.
ფინალურ შოუზე გამოვლინდებიან საუკეთესო არტისტები, რომლებიც Tbilisi Open Air 2017-ზე მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება 16-18 ივნისს “ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე ჩატარდება.
პროექტი Tbilisi Newcomers-ი ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ის ერთადერთი საშუალებაა ალტერნატიული მუსიკის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის. 2009 წლიდან მოყოლებული პროექტში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე ბენდმა და მუსიკალურმა პროექტმა გამოთქვა.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle