Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

SOFT EJECT 15 წლის შემდეგ პირველად Tbilisi Open Air-ზე ერთგული მსმენელისთვის ბრუნდება |VENUE

გასულ საღამოს, 17 ივნისს Tilisi Open Air 2017-ის თავარ სცენაზე 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული ბენდი SOFT EJECT 15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაერთიანდა საყვარელი მსმენელისთვის.

რა თქმა უნდა მოლოდინი ძალიან დიდი იყო და დარწმუნებული ვიყავით, მათ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, მაგრამ ნანახმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს! მათ მოსასმენად მთავარ სცენასთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მსმენელი შეიკრიბა. თითქმის 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ლაივ-პერფორმანსი და არც ერთი წუთით არ შენელებულა ის მუხტი, რაც მათი სცენიდან გამოსვლის წამიდანვე გაჩნდა.

კოლექტივმა მსმენელისთვის ყველაზე ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციები შეასრულა, რომელსაც სცენის წინ მყოფი სტუმრებიც აყოლებდნენ ხმას. ბოლოსკენ კი დაპირებაც მოვისმინეთ ახალ ალბომთან დაკავშირებით. მოკლედ, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ფესტივალის იტორიაში SOFT EJECT ნამდვილად იქცა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად მომენტად!

https://www.youtube.com/watch?v=KVKhTCxfe6A

https://www.youtube.com/watch?v=IXhth4lk290

Photos: Jemo Gasviani

Author: Lita Gasviani

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Exclusive