Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

BBC-ს შემდეგ GEM Fest ფრანგული რადიო NRJ-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა |VENUE

22 ივნისს, 13:00 საათზე დოლიძის #2-ში მდებარე “რადიოკაფეში” ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-სა და რადიო NRJ FM 104.7-ს შოროს ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა და პრესკონფერენცია გაიმარა.

შეგახსენებთ, ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი უკვე არის BBC, რომელიც იღებს ვალდებულეას, რომ სრულიად უსასყიდლოდ, ფესტივალის განმავლობაში, გააკეთოს ლაივ ჩართვები ანაკლია-განმუხურიდან, ასევე მოამზადოს სიუჟეტები ფესტივალის პრე და პოსტ პერიოდში,რომელსაც ასეულობით მილიონი ადამიანი ნახავს მთელი მსოფლიოდან. BBC სპეციალურ სტუდიას მოაწყობს GEM-Fest-ის სივრცეში,საიდანაც მსოფლიოს ყოველკვირეულ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას ანაკლია-განმუხურში მიმდინარე ფესტივალის შესახებ.

რადიო NRJ, რომელიც პოპულარული ევროპული მუსიკალური რადიოსადგურის NRJ-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქარველოში, ელექტრონული მუსიკის GEM Fest-ის საერთაორისო საინფორნაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს დასავლეთ ევტოპის ქვეყნებში, რუსეთსა და აზიის ქვეყნებში. რადიო NRJ-ის სტუდია განთავსდება ანაკლიაში GEM Fest-ის ტერიტორიაზე.

გიორგი შარაშიძე, რადიო NRJ -ის დამფუძვნებელი საქართველოში: “მოხარული ვარ, რომ რადიო NRJ საქარველოს შუამდგომლობით, NRJ-ის ცენტრალურმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწიოს ყველაზე პოპულარულ ქარულ ფესტივალს GEM Fest-ს და ამ მხარდაჭეტით კიდევ უფრო გაზარდოს GEM Fest-ის ცნობადობა რადიო ენერჯის მრავალმილიონიან მსმენელთა შორის ევროპის ქვეყნებში და საქართველოს უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს ტურისტებისთვის.”

ინფორმაცია რადიო ” ენერჯის” შესახებ: რადიო NRJ თავის სეგმენტში (მუსიკა: უახლესი ჰიტები, აუდიტორია: 20-40), ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია საფრანგეთში, რომელიც მსოფლიო 14 ქვეყანაში მაუწყებლობს და ყველგან ლიდერობს რეიტინგში. რადიო NRJ-ის მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მოროკო, და ახლა უკვე – საქარველო!

რადიო NRJ -ის თბილისის სტუდია დოლიძის ქუჩა #2-ში “რადიო კაფეში” მდებარეობს, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია რადიო და კაფე, რომლის სტუმრებს საშუალება აქვთ გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და დაესწრონ რადიო შოუებს მაყურებლის რანგში.

Photos: Gigi Tchelidze

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle