Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

როდის და რატომ მოუხადა ბოდიში დავით ოქიტაშვილმა კახი კალაძეს?!

„ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით. ბათუმი”, – ასეთი სახელწოდებით გამოაქვეყნა კალაძემ აღნიშნული ფოტო. ფოტო 2012 წლის აგვისტოთი თარიღდება. მაშინ დათო ოქიტაშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ეს ფოტომონტაჟი იყო და მელაძის „ოცნების“ მაისური არ ჩაუცვამს.
მოგვიანებით, ფოტოს შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა ვალერი მელაძემ:

„მაისური მეცვა, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო და არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქციებში ჩავებმები“ .
მელაძის კონცერტს პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა. კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო დავით ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი.
მოგვიანებით, უკვე ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს ოქიტაშვილმა ბოდიში მოუხდა. ამის შესახებ განცხადება მან ტვ-3-ის გადაცემა „დიდ პოლიტიკაში” გააკეთა. საქმე ეხებოდა 2012 წლის 2 აგვისტოს ბათუმში გამართულ ვალერი მელაძის კონცერტს, რომლის დაწყებამდეც კალაძემ მელაძესთან ერთად „ქართული ოცნების” მაისურებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
აი, რა კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ოქიტაშვილმა:
„ავიღოთ ვალერი მელაძის კონცერტი, რომელიც კონკრეტულად იყო 2012 წლის 2 აგვისტოს ბათუმში. მე თქვენი ეთერის მეშვეობით კახი კალაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში იქიდან გამომდინარე, რომ მე და ვალერი მელაძე იძულებულები ვიყავით, იმისთვის, რომ კონცერტი არ ჩაშლილიყო… მოვიდა ვიღაც გოგო და თქვა, თუ თქვენ ახლა არ იტყვით, რომ მაიკის ჩაცმა ახლა შეცდომა იყო, ჩვენ ამ კონცერტს ჩავშლით. მე ვეუბნები, რომ 2 აგვისტო იყო ჩვენი უწმინდესის მფარველი ანგელოზის დღე და არანაირ პოლიტიკასთან დაკავშირებული ეს კონცერტი არ იყო, 15 წლის მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ და რა მოხდა ახლა, იმან მაიკა თუ ჩაიცვა. თქვენ არ იცით, ამაზე რა ხდებოდა, დიახაც მემუქრებოდნენ ოჯახის განადგურებით, მემუქრებოდნენ, რომ შენ როგორ გაბედე… მე არ დამავიწყდება, არ მინდა ახლა იმ ადამიანის დასახელება, რადგან ის საქართველოში არ არის, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ შენ როგორ გაბედე (ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო), გვიღალატეო… დათო ტყეშელაშვილი. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და, მით უმეტეს, ნაციონალური მოძრაობის. მე ყოველთვის ვაკეთებდი ჩემ საქმეს”.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in Art