Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ოცნება, რომელიც არ ახდა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთიანი სულისკვეთებით მოტივირებულმა გუნდმა ახალი იტორიის შექმნა გადაწყვიტა და დიდი გამოწვევა მიიღო. მიზნის მისაღწევად საკმაოდ რთული გზის გავლა იყო საჭირო, გზის, რომელიც რამდენიმე ეტაპიგან შედგებოდა.

2017 წლის დასაწყისში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, “ოლიმპიური სასახლე” გაავსო და გულშემატკივარს დაუვიწყარი საფეხბურთო დღსასწაული მოუწყო. სტარტი წარმატებული აღმოჩნდა, ჯვაროსნებმა იანვარში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 20 გატანილი გოლით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ძირითად რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა საქართველოს ნაკრებმა აპრილში, ისევ “ოლიმპიურ სასახლეში” ისევ გულშემატკივრით სავსე დარბაზში გააგრძელა. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აპრილში გამართულ ძირითად რაუნდში სამი თამაში ფრედ ჩაატარა, ქართველებმა ჰოლანდიის წინააღმდეგ 1:1 ითამაშეს, ბელარუსთანაც იგივე ანგარიში დააფიქსირეს, უძლიერეს იტალიასთან კი 2:2 ითამაშეს და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა კვლავაც გაგრძელდა.

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ევროპირველობაზე მოსახვედრად ქართველებს რუმინელები უნდა დაემარცხებინათ. პლეიოფის პირველი შეხვედრა რუმინეთში გაიმართა და რეალური იმედიც გაჩნდა, იმედი, რომ ოცნება ასრულდებოდა, ჯვაროსნებმა სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშეს. ყველაფერი 27 სექტემბერს უნდა გადაწყვეტილიყო. მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ერთი დღით ადრე გაიყიდა. გულშემატკივარი საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად  თბილისის “ოლიმპიურ სასხლეში” შეიკრიბა. შეხვედრა ქართველებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ჯვაროსნებმა ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ სებისკვერაძემ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა, თუმცა რამდენიმე წუთით, რუმინელებმა ჯერ სხვაობა შეამცირეს, ტაიმის მიწურულს კი ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და წინ გავიდნენ, ქართველებმა სიხიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა თამაშის შემობრუნება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, ჯვაროსნები 4:7 დამარცხდნენ და ევროპის ჩემპიონატზე მიმავალი გზაც დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა დაფიქსირებულ შედეგზე პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღიო. ჯვაროსანთა მეკარემ, ზვიად კუპატაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები გულშემატკივარს აუცილებლად გაახარებს და ყოველთვის იბრძოლებს მიზნის მისაღწევად.

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ქართული ფუტსალის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა, თუმცა ოცნება რომელიც სრულიად საქართველოს აერთიანებდა ამჯერად არ ახდა, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი ჯვაროსნების გარეშე ჩაივლის.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სპორტი