in

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში სტაციონალური განყოფილება გახსნა

ქუთაისში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში სტაციონალური განყოფილება გახსნა.

„ონკოლოგიის ცენტრის“ სტაციონალური განყოფილება 50 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ეფექტურ მკურნალობაზე ორიენტირებული კვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა, ჩატარდება ლაპარასკოპიული ოპერაციები, ენდოსკოპიური ოპერაციები უროლოგიაში, რომელიც თანამედროვე ბიპოლარული ელექტრო-ქირურგიული ბლოკის გამოყენებით შესრულდება.

ცენტრში პაციენტებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექიმები უწევენ: ქრისტინა კილი – სხივური თერაპიის მიმართულებით ჩიკაგოდან მოწვეული რადიოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე – დანიაშნი მოღვაწე ონკოლოგი,  გოჩა ხელაშვილი – ჩიკაგოში მოღვაწე სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი,  აიდა გოზალოვა – გერმანიიდან მოწვეული ონკო-ჰემატოლოგი.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა იმერეთის რეგიონში, სადაც 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატი, 2017 წელს კი ცენტრმა დააინსტალირა კიდევ ერთი უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებელი Truebeam-ი, რომელიც  რთულად   მისადგომ  სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს.

დღეიდან, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები  რეგიონიდან გაუსვლელად  მიიღებენ ონკოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს.

დატოვე კომენტარი


What do you think?

0 points
Upvote Downvote

Written by venue

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Loading…

0

Comments

0 comments

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში სტაციონალურ განყოფილებას ხსნის

სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო კორპორაცია ევექსისგან