Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მადონა ჯუღელი ამსტერდამში ევროჯინის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო

მადონა ჯუღელი ამსტერდამში ევროჯინის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე განიხილება საშვილოსნოს ყელის, ვულვის და საშოს დაავადებების მთავარი მიმართულებები და დიაგნოსტიკის ახალი გზები. ასევე, ყველა ის საშუალება, რაც ქალბატონებს საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიურ პათოლოგიას თავიდან ააცილებს.

​მადონა ჯუღელი ამსტერდამში მსოფლიო მედიცინის სიახლეებს გაეცნო.

მადონა ჯუღელი: ​”შარშან ამ ყველაფერს დაემატა ანალური კიბოს მიმართულება, რომელიც ასევე გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი ონკოტიპით. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ახალი გზა დიაგნოსტიკაში და დაარქვეს High Resolution კვლევა, რომელიც კოლპოსკოპიით კეთდება. ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ანალური კიბო სიხშირით უკვე მეოთხე ადგილზეა”

მადონა ჯუღელის თქმით, კონფერენციაზე განიხილეს ბიომარკერების ტექნოლოგია, რომელიც მედიცინაში ნამდვილად ახალი სიტყვაა.

მადონა ჯუღელი: “დიაგნოსტიკის მეთოდები იცვლება და ის სულ უფრო და უფრო თანამედროვე და ეფექტური ხდება. თუ აქამდე სკრინინგისთვის ვიყენებდით პაპ ტესტს, დღეს უკვე დადასტურდა, რომ ამ ტესტის მგრძნობელობა არ არის მაღალი და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუნდაც მასალის აღებასა და მის სისრულეზე. ამიტომ დღეს უკვე აქტიურად შემოდის ბიომარკერები, რომელიც აადვილებს დიაგნოსტიკას და მას სრულყოფილს ხდის. ბიომარკერების საშუალებით დეტალურად ხდება უჯრედის შესწავლა და მისი გამოკვლევა. მაგალითად, ბიომარკერს შეუძლია ტრანზიტული ვირუსის აღმოჩენა და დადგენა, შესაძლებელია თუ არა უჯრედი A ტიპურ უჯრედად გარდაიქმნას”.

მადონა ჯუღელის თქმით, მსგავსი კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით საქართველოში მსოფლიო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა იქმნება.

​მადონა ჯუღელი: “ჩემთვის მსგავსი კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი მუდამ უნდა იზრდებოდეს, ეცნობოდეს სიახლეებს და ამ ყველაფერს საკუთარ პრაქტიკაში ნერგავდეს. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა”.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სიახლეები