Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო კორპორაცია ევექსისგან

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკებში და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ:

  • ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია;
  • ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;

დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე კორპორაცია პაციენტებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე, 30%-იანი ფასდაკლება იქნება ყველა იმ სერვისზე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაწილობრივ ფარავს.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში:

  • საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40
  • ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69
  • გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
  • ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30
  • მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16
  • დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის  10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სიახლეები