Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იტალიაში მოღვაწე ქართველი კარდიოქირურგი გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

20, 21, 22 და 24 ნოემბერს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იტალიის ბამბინო ჯეზუს (Bambino Gesu) ჰოსპიტალის კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე გულის თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს.

 

4 დღის განმავლობაში კარდიოქირურგი გეგმიურ რეჟიმში განახორციელებს  გულის კომბინირებულ თანდაყოლილ მანკებზე ურთულეს ოპერაციებს.

ბამბინო ჯეზუს ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამსახურია, რომელიც წლის განმავლობაში ბავშვებში 1000-ზე მეტ კარდიოქირურგიულ ინტერვენციას ახორციელებს.

 

უფასო კონსულტაციები 10:00-14:00 სთ-მდე გაგრძელდება. წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 2 55 05 05 ან *05 05

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სიახლეები