Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

მადონა ჯუღელის საერთაშორისო აღიარება

კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მადონა ჯუღელის მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდების წარმატებულად ჩაბარების გამო სერტიფიკატი გადასცეს.

მადონა ჯუღელმა 6 თვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ გამოცდა (OSCE) საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩააბარა.

ამასთან, მადონა ჯუღელი არის სერთიფიცრებული, საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერი და მას აქვს შესაძლებლობა ჩაუტაროს ტრენინგები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალისტებთან.

აღნიშულ თემაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული მრჩეველი, აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებში, თამარ ხომასურიძე გვესაუბრება.

“ტრენერის სტატუსის მიღება საკმაოდ რთულია და ითვალისწინებს სპეციალური კურსის გავლას ლიონში, კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრში. იყო ტრენერი ნიშნავს, რომ შენ ხარ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტი, ექსპერტი და ტრენერი”, – ამბობს თამარ ხომასურიძე.

ქალბატონო თამარ, რა გულისხმობს სერტიფიცირება?




– ​ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზის ქვეყნებში კიბოს პრევენციას. კერძოდ, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციასთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალურმა ორგანიზაციამ წამოიწყო რეგიონალური პროგრამა, რომელიც იწყება 6 თვიანი ონლაინ ტრენინგით, სადაც ჩართულია 150-მდე მონაწილე 17 ქვეყნიდან, 6 თვიანი ონლაინ ტესტებისა და სწავლების შემდეგ უკვე საერთაშორისო გამოცდა “ოსკი” ბარდება. ეს გამოცდა ტარდება კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრისა და კოლკოსკოპისთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით.

რა ტიპის გამოცდა ბარდება?


​

​ეს უმნიშვნელოვანესი გამოცდაა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ამ საქმეში ადგილობრივი ტრენერების როლი, რომლებმაც შარშან გაიარეს სპეციალური კრუსი, ლიონში, კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრში და მადონა ჯუღელი იყო სერთიფიცრებული, როგორც ტრენერი. მას აქვს შესაძლებლობა ჩაუტაროს ტრენინგი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო  ექსპერტებს საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ მადონა ჯუღელთან, გადამზადების კურსი რამდენიმე ექიმმაც გაიარა. მათ მადონა ჯუღელის დახმარებით, წარმატებით ჩააბარეს გამოცდები.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სიახლეები