Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“პიცცაკო” და “პიცაძეები” – ახალი ქართული პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის

ქართველები ნამდვილი გურმანები ვართ, გვიყვარს ახალი და საინტერესო კერძების დაგემოვნება, არც უკვე კარგად ნაცნობი რეცეპტების გადასხვაფერებაზე ვამბობთ უარს.
ამ საკითხში ექსპერიმენტებს არასოდეს ვერიდებით.
ქართველი მომხმარებელიც წლების განმავლობაში დაიხვეწა. კაფეში შესვლისას დიდი მოლოდინები გვაქვს: ველით მაღალი დონის მომსახურებას, ადეკვატურ ფასებს, ხარისხსა და სიახლეს. რაღაც ახალს, რაც აქამდე არასოდეს გაგვისინჯავს.
სწორედ თქვენთვის, სიახლეების მოყვარულთათვის თბილისში ახალი კაფე გაიხსნა – “პიცცაკო”.
დღეს ამ ადგილის შესახებ მოგიყვებით.

,,პიცცაკო“ არის ახალი ბრენდი საქართველოში, რომელიც თავის სტუმრებს კონსუსის ფორმის პიცის დაგემოვნებას სთავაზობს. ის სპეციალური დანადგარის მეშვეობით მზადდება. მსგავსი ფორმის პიცა, კლასიკურისგან განსხვავებით ბევრად კომფორტულია მისართმევად, განსაკუთრებით გადაადგილებისას, როდესაც ძალიან გეჩქარება და თან საყვარელ საჭმელზეც არ გინდა უარის თქმა.

გარდა ამისა,
პიცცაკო ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ქართველ გურმანებს, ნამდვილი ქართული პიცა შესთავაზა. ნაციონალური პიცის სახეობებს – ,,პიცაძეები“ ჰქვიათ,რაც მეტად პოზიტიურს და საინტერესოს ხდის ბრენდს.
,,პიცაძე“ 100%-ით ქართული, ნატურალური და ჯანსაღი პრდუქტისგან მზადდება. ალბათ აქამდე არასოდეს გაგისინჯავთ რაჭული პიცა, ვიჩინით, ლობიოთი და სულგუნით. ნურც სვანებს დაგწყდებათ გული, სვანური სუნელებითაა გაჯერებული ვეგეტარიანული პიცაძე.
Coffeeholic-ებს კი “ჯულიანოს” ყავას შემოგთავაზებენ, რომელიც ცნობილია უმაღლესი ხარისხითა და სასიამოვნო გემოთი. დამზადებულია 100%-ით სუფთა არაბიკას მარცვლებით.

ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ ,,პიცაკოები“ და ,,პიცაძეები“ ,შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ფილიალებს,რომლებიც გიმასპინძლებთ ყოველ დღე _ნუცუბიძის #77ა-ში და თამარაშვილის #13-ში.

შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გამოძახებაც პიცცაკოს საიტის მეშვეობით.

პიცცაკო ასევე,გთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, 26 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით, პიცცაკოში 50%-ანი ფასდაკლებაა. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ თამაშის ბილეთი.

 

ავტორი: ნიკო შარაბიძე

 

დატოვე კომენტარი


Comments

0 comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in კულინარია