Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

ქალური პრობლემების მოგვარების გზა – რატომ MonaLiza Touch?!

თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე – იზრუნო პირად ჯანმრთელობაზე მოდური გახდა და რა თქმა უნდა, ეს სწორია. თუმცა, როდესაც არ იცნობ მედიცინის მიღწევებს, რთულია, გადაწყვიტო, რა ხერხს მიმართო კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად.

ქალბატონების ერთ-ერთი თავისტკივილი გინეკოლოგიური პრობლემებია, რომელთა თავიდან ასაცილებლად, ექიმთან, წელიწადში, მინიმუმ ერთხელ უნდა მივიდეთ.

​ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი დაისვას და მკურნალობის დროს, პრეპარატებთან ერთად, თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებიც იყოს გამოყენებული.

​ისეთი მიღწევა, რომელიც მაგალითად MonaLiza Touch-ია. ეს უახლესი აპარატი მსოფლიოში ქალური პრობლემების მოგვარების ყველაზე კარგი მაგალითია.

დღეისათვის, ქალური, დელიკატური და ფრიად არასასიამოვნო პრობლემების მოგვარების გზა ლაზერული თერაპია – MonaLisa Touch™-ია.

MonaLisa Touch-ს უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით არა აქვს ანალოგი – DEKA-ს წარმოებული ლაზერული სამედიცინო აპარატი საშოს გაახალგაზრდავებაში უკონკურენტოა.

აპარატი მთელ მსოფლიოში უახლეს მიღწევად ითვლება და ის ქალბატონებისთვის ფუფუნების საგნადაც კი იქცა, რადგან არსებობს კონკრეტული სასაჩუქრე პაკეტები. მაგალითად, თუ მეგობარს უნდა რომ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი გაუკეთოს, ის მას MonaLiza Touch-ის აბონიმენტს ჩუქნის, ისე როგორც, მაგალითად ეს სოლარიუმის შემთხვევაში ხდება. თუმცა, აქ ერთი მთავარი განსხვავებაა – MonaLiza Touch-ის გამოყენების დროს თქვენ, თქვენს ჯანმრთელობაზე და საშოს ესთეტიურ მხარეზე ერთდროულად ზრუნავთ.

სხვადასხვა ქვეყანაში MonaLiza Touch-ის შეთავაზებები

საქართველოში MonaLiza Touch-ს ერთი მთავარი უპირატესობა აქვს. ის ევროპულ და ამერიკულ ფასებთან შედარებით ძალიან იაფია. ამაში დარწმუნება Сaraps Medline-ში, მადონა ჯუღელის საოფისე გინეკოლოგიის ოთახში შეგიძლიათ.

რატომ? – იმიტომ რომ საქართველოში უმაღლესი ხარისხის MonaLiza Touch-ის აპარატი მხოლოდ Caraps Medline-ში, მადონა ჯუღელის საოფისე გინეკოლოგიის ოფისში დაგხვდებათ.

MonaLisa Touch™ გამოყენების ჩვენებები

ვაგინალური ატროფიის დროს პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან წვისა და სიმშრალის შეგრძნებას საშოში. შესაძლოა, აღინიშნებოდეს გამონადენი საშოდან (ლიმფორეა). ქალების უმრავლესობას აქვს ტკივილი და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის დროს. ამის გამო მეორადად ვითარდება სქესობრივი აქტივობის დაქვეითება, რაც თავის მხრივ არის ფსიქოლოგიური დისკომფორტი და წარმოშობს პრობლემებს პარტნიორებს შორის.

  • ვულვო-ვაგინალური და ურეთრო-ვაგინალური ატროფია (განსაკურებით მენოპაუზაში);
  • საშოს ლორწოვანის ეპითელიუმის ცვლილებები/გათხელება/ანთება;
  • დისპარეუნია;
  • საშოს მიკროფლორისა და PH  დარღვევა;
  • უნებლიე შარდვის ადრეული სტადია;
  • შარდის შეუკავებლობა (ატროფიითა და საშოს წინა კედლის მსუბუქად გამოხატული დაწევით გამოწვეული);
  • საშოს კედლოს დაშვება/ზომაში მატება/ტონუსის დაქვეითება (მშობიარობის შემდეგ);
  • შორისის ან ანუსის ნახეთქები;
  • ვულვის ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების ფერისა და ტონუსის დაქვეითება;
  • საშოს ტრავმები და ნაწიბურები;
  • სასქესო ორგანოების მიდამოში პიგმენტაციის დარღვევა ჰორმონალური პრობლემების დროს.

MonaLisa Touch™ უპირატესობები


  • პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 წუთს;
  • პროცედურის შემდგომ პაციენტები არ აღნიშნავენ არანაირ დისკომფორტს;
  • ლაზერული პროცედურა აღადგენს პრობლემის როგორც ესთეტიურ, ასევე ფუნქციურ მხარეს;
  • არ აქვს სქესობრივ ცხოვრებაზე შეზღუდვა;
  • აღნიშნული პროცედურა შემოიფარგლება ამბულატორიული მანიპულაციით და არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას.

როგორ ტარდება პროცედურა MonaLisa Touch™?


პროცედურა ნაკლებად ინვაზიურად ითვლება და არ საჭიროებს ანესთეზიას. ლაზერული თერაპიის დროს არ არის საჭირო განაკვეთები და ნაკერები. სეანსი გრძელდება 15-30 წუთი. СО2 ლაზერის საშოს, ვულვის ლორწოვანებზე და გარეთა სასქესო ორგანოების კანზე ზემოქმედებით ხდება ქსოვილების ნაწილობრივი აბლაცია და გათბობა. ეს ხდება ქსოვილების რეგენერაციისა და განახლების გამშვები მექანიზმი, დაზიანების უბანებში სისხლმომარაგება უმჯობესდება და ზრდის ფაქტორების (ზრდის ეპიდერმული ფაქტორი, ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორი, ინსულინის ზრდის ფაქტორი და ა.შ) გამომუშავდება, ხდება ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა (ნეოანგიოგენეზი), ფიბრობლასტების სტიმულაცია და მათი აქტივაცია ახალი კოლაგენის გამოსამუშავებლად (ნეოკოლაგენოგენეზი).

MonaLisa Touch™ ეფექტურობა

პროცედურის მიმდინარეობის დროს ხდება ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება და მათი კოლაგენური მატრიქსის აღდგენა. ამის დამსახურებით:

  • ნორმალიზდება საშოს PH და მიკროფლორა (ალაგდება სიმშრალე, ქავილი, წვა, ლიმფორეა და დისკომფორტი);
  • ქვედა სასქესო გზების ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა (საშო მოცულობა მცირდება ზომაში, მისი კედლების ლიფტინგი მატულობს);
  • ქრება დისპარეუნია, შარდის შეუკავებლობა;
  • იზრდება ლიბიდო და სექსუალური ცხოვრების ხარისხი.
  • პროცედურა MonaLisa Touch™ არის ქალებში სასქესო ორგანოების ფუნქციურ-ფიზიოლოგიური და პოსტტრავმული ცვლილებების მკურნალობის ოქროს სტანდარტი და მენოპაუზის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ალტერნატივა.

მკურნალობის შედეგი პირველივე სეანსის შემდეგ იკვეთება! პროცედურის ხანგრძლივობისა და ჯერადობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

Caraps Medline-ში, მადონა ჯუღელთან ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 599 10 73 14

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in სიახლეები