Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

Tbilisi Open Air 2018 – “საოცრებათა ქვეყანა“ ლისზე |VENUE

 TBILISI OPEN AIR 2018 22, 23 და 24 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიოტრიაზე, LISI WONDERLAND-ში უკვე მეცხრედ ჩატარდა. ფესტივალის მთავარი სცენის ჰედლაინერები ირლანდიელი შემსრულებელი Roisin Murphi, ირანული წარმოშობის  Sevdaliza, ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი Tom Odell, ამერიკელი ინდი შემსრულებელი Rachael Yamagata და ქართული მუსიკალური პროექტი Kayakata იყვნენ. მთავარის სცენის გარდა მელომანებს საშუალება ჰქონდათ კიდევ სამ სცენაზე მოესმინათ მუსიკისთვი, მათ შორის ღამის სცენისთვის, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ზრუნავდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულების განწყობაზე.

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდმა მუსიკალურმა ფესტივალმა უკვე მეცხრედ ჩაიარა წარმატებით. დიახ, მომავალ წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს, 10 წელს აღნიშნავს. თუმცა ამაზე მომავალ წელს ვისაუბროთ.. რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, გეტყვით, რომ მან იმედები არც წელს გაგვიცრუა. უკვე მივეჩვიეთ კიდეც, რომ ყოველი მომდევნო ფესტივალი სულ უფრო ახალ და ძლიერ ემოციებს გვჩუქნის. მუსიკა ათავისუფლებს! და ეს მხოლოდ სლოგანი ან უბრალო სიტყვები როდია.

ვფიქრობ და ვხვდები, მოყოლას აზრი არ აქვს თუ რომელმა შემსრულებელმა რა ემოციებით დაგვმუხტა.  ეს ის ფესტივალია, რომელსაც უბრალოდ უნდა ესტუმრო და თავად გახდე მისი ნაწილი, ფესტივალის ისტორიის ნაწილი და თავად განიცადო ყველაფერი. “Tbilisi Open Air” აღარ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ის უკვე ტრადიციად ქცეული ისტორიაა და ამაში ყოველ წელს უფრო მეტად ვრწმუნდებით.

                                     


             

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in lifestyle