Connect
To Top
https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Fvenue.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C%20vivus%2C%20online%2C%20sesxi%2C%20sesxebi%2C%20swrafi%2C%20express&utm_content=venue.ge%20banner%20march&utm_campaign=venue.ge%20banner%20march

“ჩემი პირადი ცხოვრება სავსეა ტკივილით“ – ნინა წკრიალაშვილის 10 ფაქტი, რომელიც არ იცით

Venue.ge-ს რუბრიკა – 10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის.

გაინტერესებთ თქვენთვის ნაცნობი ადამიანების შესახებ ცხოვრების მნიშვნელოვანი და უცნობი ფაქტები? მაშინ, შეგიძლია ჩვენი რუბრიკის ერთგული მკითხველი გახდე. შენ გაიგებ სიახლეებს მათ შესახებ, ვინც ასე ძალიან გაინეტრესებს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია — ნინა წკრიალაშვილი.

1. 3 წლის ასაკიდან ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო იყო. ვიყავი საშინლად დაუმორჩილებელი.

2. სკოლაში და უნივერსიტეტში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე და მაქვს მაგისტრის ხარისხიც. სრულყოფილად ვსაუბრობ რუსულად, ფრანგულად. ვიცი ცოტა იტალიური და ესპანური. არ მაკმაყოფილებს ჩემი ინგლისურის დონე და დავდივარ მასწავლებელთან.

3. 12 წლის ასაკში აღმოვაჩინე გორში, რომ არსებობს ჯაზი და მოვიწამლე ამ მიმართულებით. დაიანა ქროლის სიყვარულით ვისწავლე ფორტეპიანოზე დაკვრა და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, საკმაოდ კარგად ვუკრავ. ასევე ვუკრავ ფლეიტაზე და არაერთ სხვა ინსტრუმენტზე.

4.ორჯერ დავიკელი 35 კილოგრამი.

5. არ შემიძლია უსაქმურობა. 23 წლიდან შემოსავალი მაქვს და ოჯახისთვის დახმარება არ მითხოვია. სიამაყის გამო ფული არ მითხოვია არავისთვის, არც მეუღლისთვის.

6. ვარ საშინლად დეპრესიული და ბოლომდე ჯანმრთელი არ ვარ. ხშირად მჭირდება ექიმის დახმარება.

7. ადამიანებში ვეძებ მხოლოდ დადებითს და შემიძლია ყველაფრის პატიება.

8. ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე. ძალიან მინდა შემეძლოს დავეხმარო ყველა გაჭირვებულს.

9. მეცინება ჩემს პირად ცხოვრებაზე შექმნილ მითებზე.  რეალურად ჩემი პირადი ცხოვრება სავსეა ტკივილით.

10. მძულს ორპირი, მედროვე, ყალბი ადამიანები. ვუფრთხილები ჩემს ნამდვილ მეგობრებს, რომლებიც სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა ძალიან ცოტა მყავს. ამას პირველად ვამბობ – ჩემს ცხოვრებაში ბოლო 10 წელია არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია – მამა, ძმა, მეგობარი. შეიძლება ის ერთადერთი უანგარო გულწრფელი ურთიერთობა რომლის გამოც ღირს ცხოვრება და სანამ ის არსებობს, ვერავინ და ვერაფერი ვერ მომერევა. მე ის მაძლევს სტიმულს.

დატოვე კომენტარი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

More in 10 ფაქტი ჩემ შესახებ