in

„სექსი დიდ ქალაქში“ გრძელდება

სურათი, მაყურებელს, 50 წლის ქალების სასიყვარულო ურთიერთობებზე მოუყვება

Paramount Television-მა კენდეს ბუშნელის ახალი რომანის ეკრანიზაციაზე მოიპოვა  უფლება. წიგნი „კიდევ არის ქალაქში სექსი?” [Is There Still Sex in the City?] ცნობილი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ [Sex and the City”]-ის გაგრძელება იქნება. სურათი, მაყურებელს, 50 წლის ქალების სასიყვარულო ურთიერთობებზე მოუყვება.


„სექსი დიდ ქალაქში” პოპულარული ამერიკული სერიალია, რომელიც HBO-ზე 1998 წელს დაიწყო და 2004 წლამდე გადიოდა. სიუჟეტი ოთხი მეგობრის გარშემო ვითარდება – მირანდას, კერის, სამანტასა და შარლოტას განსხვავებული შეხედულებები აქვთ სიყვარულსა და სექსზე. სურათში განხილულია ფემინიზმი და თანამედროვე ქალის როლი სამყაროში. მოგვიანებით, სერიალის მიხედვით, 2 სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს, რომელიც არანაკლებ პოპულარული იყო.

დატოვე კომენტარი


What do you think?

0 points
Upvote Downvote

Written by venue

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Loading…

0

Comments

0 comments

ქალური პრობლემების მოგვარების გზა – რატომ MonaLiza Touch?!

ვის აძლევ ხმას?