

Venue.ge – ს რუბრიკა – 10 ფაქტი ჩემ შესახებ, რომელიც არავინ იცის.
გაინტერესებთ თქვენთვის ნაცნობი ადამიანების შესახებ ცხოვრების მნიშვნელოვანი და უცნობი ფაქტები? მაშინ, შეგიძლია, ჩვენი რუბრიკის ერთგული მკითხველი გახდე. შენ გაიგებ სიახლეებს მათზე, ვინც ასე ძალიან გაინეტრესებს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია — ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია.
1. საერთაშორისო სამართალზე მამის და ბიცოლას ხათრით ჩავაბარე, თეატრის რეჟისორობა მინდოდა.
2. დილაობით ვერ ვიღვიძებ, 45 წუთი თვალგახეხილი ვწევარ და მერე ყველგან მაგვიანდება.
3. არ მაქვს წაკითხული დიუმა, ჰიუგო, ვერნი, რიდი; საერთოდ არ მომწონდა მოზარდთა ლიტერატურა, ზღაპრებიდან პირდაპირ შექსპირს შევუდექი.
4. ჩემი მშობლები ახალგაზრდობაში პროფესიონალი სპორტსმენები იყვნენ.
5. ველოსიპედის ტარება არ ვიცი.
6. ფინანსების და საბანკო საქმის ოთხი კურსი დავხურე თსუ დაუსწრებელ განყოფილებაზე; დიპლომი დღემდე არ ამიღია.
7. თვალების ბრიალით დედას და დეიდებს ვგავარ.
8. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის დროს ჩემ საყვარელ საგანში ჩავიჭერი.
9. ფეისბუქი სულ ჩართული მაქვს გასართობად და სამუშოდ. ძალადობის ბევრი მსხვერპლი ფეისბუქის საშუალებით მიკავშირდება.
10. საცობში ძალიან მწყინდება, ვდუნდები და ზოგჯერ წინა მანქანას ან ბორდიურს “ვეხუტები”, რასაც ძალიან განიცდის ჩემი მანქანის წინა “ბამპერი”.
ავტორი: თინა თუთისანი
დატოვე კომენტარი
Comments
0 comments