„იუთუბერობას“, შესაძლოა, 21-ე საუკუნის პროფესიაც კი ვუწოდოთ. საქართველოსი ეს სფერო დღითიდღე პოპულარული ხდება. ჩვენ ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დღეს მხოლოდ Youtube-ს მეშვეობით იღებენ მატერიალურ სარგებელს.
საქართველოს ბანკის ინიციატივით, დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. მიზანი კი ჩვენთვის, ფართო საზოგადოებისათვის, ყველა იმ ადამიანის გაცნობა იყო, ვინც ქართული იუთუბის აღორძინებას უწყობს ხელს.
ქართული იუთუბი სწრაფად იზრდება, თუმცა ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი პლატფორმაა, ეს დოკუმენტური ფილმი შევქმენით, რომ ყველასთვის მოგვეყოლა აქაურობის დიდ პოტენციალზე და ახლოს გაგვეცნო ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართულ იუთუბს, ამ ფილმში მათი ნაწილია წარმოდგენილი, თუმცა ეძღვნება ყველას, ვინც ქმნის იუთუბს საქართველოში.
საქართველოს ბანკი
ფილმის პრემიერა დღეს შედგა.
Venue დოკუმენტურ ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ:
Loading…