in ,

ერთი აპლიკაცია ყველა აპლიკაციის პირისპირ

სმარტფონების მომხმარებელთა უმეტესობას ტელეფონში ათობით აპლიკაცია აქვს, მათ შორის სოციალური მედიის, ტაქსისა თუ საჭმლის გამოძახებისთვის საჭირო აპლიკაციები. საერთო ჯამში ამ აპლიკაციებს მილიონობით ადამიანი იყენებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა, მხოლოდ ერთი აპლიკაცია რომ არსებობდეს, რომელსაც დანარჩენების ფუნქცია ექნებოდა ანუ ერთი – ყველა აპლიკაციის პირისპირ. 

აპლიკაცია, რომელსაც მილიარდ მომხმარებელზე მეტი ჰყავს, WeChat-ია. დადგენილია, რომ მილიონზე მეტი სერვისი მიეწოდება მინი პროგრამების საშუალებით, რომლებიც სხვა კომპანიების მიერ შექმნილი მინი აპლიკაციებია. ეს ყველაფერი კი WeChat-ის საშუალებით არის გაერთიანებული და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია WeChat-ის სამყარო არასდროს დატოვოს. 

მეორე მსგავსი აპლიკაცია არის Alipay, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი და 120 000 მინი პროგრამა აქვს – ერთ სივრცეში გაერთიანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რბოლა მსოფლიოში საუკეთესო აპლიკაციის შესაქმნელად ისევ გრძელდება. 

წყარო: bbc.com

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვირტუალური სპექტაკლი – შექსპირის სამეფო კომპანიის ახალი რეალობა

ილონ მასკი Starlink-ის პრეზენტაციაზე

SpaceX-ი სატელიტური ინტერნეტის შეკვეთების მიღებას იწყებს