in ,

#ქვიზი – შეამოწმე, კარგად გახსოვს თუ არა ქართული ენის გრამატიკა?

საკმარისია, ვინმეს სტატუსში ერთი მძიმე ან ასო გამორჩეს, ეგრევე თავს ვესხმით და ვუსწორებთ – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ პროფესიით და ბოლოს როდის გვქონდა ქართული ენის გრამატიკასთან „ურთიერთობა“.

მოდით, ვნახოთ, ამ ტესტს თავს როგორ გაართმევ?!

სხვა ქვიზები იხილე აქ

  • კითხვა -

    რომელია სწორი?

    • მე-80
    • მე-80-ე
    • 15-ე
    • მე-23
  • კითხვა -

    რომელია სწორი?

    • მე ვუთანაგრძნობ
    • მე თანაუგრძნობ
    • მე თანავუგრძნობ
    • მე უთანაგრძნობ
  • კითხვა -

    რომელი წინადადებაშია შეცდომა?

    • ამ პროექტით არქიტექტორი ახორციელებს ახალ იდეას.
    • მსახიობი კარგად ანსახიერებს როლს.
    • ბიბლიოთეკარი აცალკევებს ძველ და ახალ წიგნებს.
    • მეცნიერი ნაშრომში ავითარებს საინტერესო იდეას.
  • კითხვა -

    რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა?

    • მთელ დღეს შეუსვენებლად ვმღერივარ.
    • არქეოლოგებს უჩვეულო ექსპონატი უნახიათ.
    • და-ძმას ცეცხლი უკვე გაეჩაღებია.
    • დილიდან ვტირი დაკარგული ბეჭდის გამო.
  • კითხვა -

    რომელია სწორი ჩაწერილობა?

    • მით უმეტეს
    • მითუმეტეს
    • მი თუ მეტეს
    • არცერთი პასუხი არ არის სწორი
  • კითხვა -

    „გრუზა“ შეიძლება იყოს:

    • თმა
    • ტყე
    • ფიქრები
    • ტვირთი
  • კითხვა -

    რომელი წინადადებაა სტილურად გამართული?

    • ახალგაზრდა ბიჭმა ქუჩა გადმოჭრა.
    • დაღლილი მოხუცი ხელჯოხს დაეყრდნო.
    • შერცხვენილი მეზობელი კარისაკენ გაილურსა.
    • თეას თავისი კაბა საშინლად მოსწონდა.
  • კითხვა -

    რომელია სწორი?

    • ორი ბიჭი იჯდა
    • ორი ბიჭი ისხდა
    • ორი ბიჭები იჯდა
    • ორი ბიჭი ისხდნენ
  • კითხვა -

    რომელია სწორი?

    • გაწევრიანება
    • გაწევრება
    • გაწევრობება
    • წევრად გახდომა
  • კითხვა -

    სად დასვამდი სასვენ ნიშანს ამ წინადადებაში: „ჩემი აზრით ყველაფერი კარგად უნდა იყოს“

    • შემასმენლის წინ
    • ჩართულთან
    • ქვემდებარის შემდეგ
    • მძიმე რად უნდა?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვიდეოთამაში, რომელსაც მოთამაშის მოკვლა რეალურ ცხოვრებაშიც შეეძლება

მეცნიერები 6200 წლის წინ მოკლული 41 ადამიანის ამბავს იკვლევენ