• in , ,

    8 ფოტო, რომელიც გვარწმუნებს, რამდენად შორს წავიდა მეცნიერება

    ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარება, ხშირად, გვავიწყებს, რა გზა განვლო მეცნიერებამ, სანამ იდეები რეალობად იქცეოდა. წარმოგიდგენთ ამ ფაქტის დამადასტურებელ შთამბეჭდავ ფოტოებს. ეს მინიკომპიუტერი PDP-7-ია, რომელიც Digital Equipment Corporation-მა ჯერ კიდევ 1965 წელს გამოუშვა. იმ დროისთვის, ის ძალიან ძლიერ მოწყობილობად მიიჩნეოდა და 72 000 დოლარი ღირდა. მას 9 kb მეხსიერება ჰქონდა, თუმცა მისი გაზრდა 144 kb-მდე იყო შესაძლებელი. […]

    Read More

  • in

    სპეციალისტების შეფასებით, მაჭავარიანის ქუჩასთან, მეწყრული მასა დღეში ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მაჭავარიანის ქუჩასთან, მეწყრული მასა 24 საათში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მათმა ინსტიტუტმა არსებული სიტუაცია დამოუკიდებლად შეისწავლა. ცენტრი 18 და 22 მარტის აეროგადაღებების შედეგებს ადარებს. […]

    Read More

  • in

    ნიკოლოზ ბირკაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო

    კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.  2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, MIT საუკეთესო […]

    Read More

  • in , ,

    მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აფრიკაში ძველი პლანეტის ნაწილაკი აღმოაჩინეს

    უახლესი კვლევების თანახმად, მეცნიერები აცხადებენ, რომ მეტეორის ნაწილი, რომელიც შარშან ალჟირში იპოვეს, პლანეტა დედამიწაზე ძველია. მეცნიერთა გუნდი ამტკიცებს, რომ ეს აღმოჩენა ძველი პროტოპლანეტის ნაშთია – რამაც შეიძლება, ჩვენი მზის სისტემის შესახებ, უპრეცედენტო ახალი ვერსიები აღმოაჩინოს. ScienceAlert-ი იტყობინება, რომ ასტეროიდის ნატეხი, რომელიც Erg Check-ის ქვიშის ზღვაში აღმოაჩინეს, გასულ მაისს, ვულკანის ნარჩენებისგან არის წარმოქმნილი. სავარაუდოდ, ეს სწორედ […]

    Read More

  • in ,

    სიმსივნესთან ბრძოლის უახლესი აღმოჩენა, რომელსაც „სუპერ ჯარისკაცები“ უწოდეს

    ტორონტოში, პრინცესა მარგარეტის სიმსივნურ ცენტრში, მკვლევრებმა ახალ აღმოჩენას მიაგნეს. „სუპერ ჯარისკაცები“ იმუნურ უჯრედებს – T-ლიმფოციტების წარმოადგენს, რომლებიც კიბოს წინააღმდეგ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებად გარდაიქმნებიან. როგორია მეცნიერული კვლევა? დოქტორანტებმა ჰელენ იაუსმა, ემა ბელიმ, მეცნიერების დოქტორ დანიელ დე კარვალიოს ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა, რომელიც მოიცავს ეპიგენეტიკური თერაპიის შემცველ დნმ-ს, მას შეუძლია იმუნური T-ლიმფოციტები გააძლიეროს და გადააქციოს „სუპერ ჯარისკაცებად“ ისე, […]

    Read More

  • in

    რა მოთხოვნებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის „ვაკანსიაზე“

    მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა და ამ პოზიციაზე ახალ კანდიდატად უკვე წარადგინეს ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალური ქსელები სხვადასხვა სახის დისკუსიამ მოიცვა. საინტერესოა, რა პრინციპით არჩევენ პრემიერებს საქართველოში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. კრიტერიუმები დავიწყოთ იქიდან, რომ განსაკუთრებული კრიტერიუმები არ არსებობს. რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ საქართველოს პოლიტიკური წარსულით,  ეს […]

    Read More

  • in ,

    საკუთარ სხეულთან გაუცხოება – კორონავირუსის ყველაზე უცნაური სიმპტომი

    ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოსა და საქართველოში ჯერ კიდევ იმატებს. ინფექციაგადატანილ პაციენტებს დაავადების 12 დღის გახსენებისას მთელი რიგი სიმპტომის ჩამოთვლა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ადამიანში ვირუსი გამოვლინების სხვადასხვაგვარ გზას პოულობს – ზოგს ყნოსვა ეკარგება, ზოგს გემოს შეგრძნება, ზოგს – ორივე ერთად, ზოგი ტემპერატურის მატებას განიცდის, გარკვეულ ნაწილს კი Covid-19 საერთოდ უსიმპტომოდ გადააქვს. უცნაური სიმპტომი თუმცა […]

    Read More

  • in ,

    ვინ არიან ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA ერთ კვირაში მარსზე ჩაიტანს

    ასტრობიოლოგების ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარასაშვილისა და ზურაბ ლომთათიძის გვარ-სახელებს თანამგზავრი მარსზე 18 თებერვლის 11:15-ზე ჩაიტანს. ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში ხილვას NASA-ს Youtube-ის ოფიციალური არხიდან შევძლებთ. ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ ტარასაშვილმა ბიოქიმიის კათედრის გამგეს, პროფესორ ალექსიძეს სთხოვა, მისთვის, როგორც ასპირანტისთვის, ეხელმძღვანელა – მარსის გრუნტის ბიოქიმიური ტერაფორმირების მიზნით სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად. მარიამ ტარასაშვილმა სადისერტაციო თემად შეარჩია – […]

    Read More

  • in ,

    როგორ დაადგენს NASA უცხოპლანეტელების კვალს – მეცნიერების ახალი მეთოდი

    „ნასას“ სამეცნიერო გუნდმა უცხოპლანეტელების კვალზე გასასვლელად ჭკვიანურ ხერხს მიაგნო. მათ გადაწყვიტეს, ჰაერის დაბინძურები ნიშნებს მიაქციონ ყურადღება და აზოტის დიოქსიდის კვალს მიჰყვნენ. აზოტის დიოქსიდი და სხვა აირები ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს, სწორედ მსგავსი დაბინძურების კვალს გაჰყვებიან NASA-ს მეცნიერები ეგზოპლანეტებზე. სწორედ ეს არის ახალი მეთოდი, რომლის შესახებაც The Astrophysical Journal სამეცნიერო კვლევის სახით გვამცნობს. მართალია, აიროვანი დაბინძურების კვალდაკვალ […]

    Read More

  • in ,

    სტრესის შემამსუბუქებელი გენიალური მოწყობილობა გამოიგონეს

    სტრესთან საბრძოლველი მოწყობილობა

    თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები ადამიანი წარმოუდგენელია სტრესს ან შფოთვას არ უჩიოდეს, დროდადრო მაინც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სტრესის შემამსუბუქებელი მოწყობილობის მიმოხილვას. ზოგადი გლობალური მდგომარეობა, ნეგატიური ნიუსების კითხვა, ყოველდღიური საქმე და თავსატეხები – ჩვენს ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობას უკვალოდ ნამდვილად არ ტოვებს. საბედნიეროდ, ახალი ტექნოლოგიები სტრესის მართვისა და გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. The Apollo Neuro სატარებელი მოწყობილობაა, რომელიც ნაზი […]

    Read More

  • in ,

    კომაროველი თამარ კორკოტაშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში გააგრძელებს

    კომაროველი თამარ კორკოტაშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში განაგრძობს, ამის შესახებ ინფორმაციას მისი მასწავლებელი, დიმიტრი არაბიძე აქვეყნებს. “ახალი ამბავი მაქვს, MIT-ში მიმიღეს მას” – ასე შეიტყო თამარ კორკოტაშვილის წარმატება მისმა მასწავლებელმა. სუპერ ამბავი… MIT – N1 კომაროვი – N1 Tamar Korkotashvili – N1 💚❤🤍🧡 Posted by Dimitri Arabidze on Sunday, January 17, 2021 MIT – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტია, […]

    Read More

  • in

    კესო მთავრიშვილი – „სხვა გზა არ არის“

    „Სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს. რუბრიკის დღევანდელი სტუმარია კესო მთავრიშვილი, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი, ალბათ, […]

    Read More

Load More
Congratulations. You've reached the end of the internet.