in , ,

პანდემიის ფონზე მხოლოდ ტექნოგიგანტები გამდიდრდნენ

პანდემიის ფონზე მხოლოდ ტექნოგიგანტები გამდიდრდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახლახან ცნობილი გახდა კომპანია Alphabet-ის ფინანსური მდგომარეობა. ასევე გამოქვეყნდა Apple, Facebook და Amazon-ის მონაცემებიც.

Google და Facebook ფაქტობრივად მთლიანად დამოკიდებულია რეკლამაზე. ბევრმა კომპანიამ დაიწყო რეკლამების გაწვევა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტ გიგანტებიც ამ მხრივ კრიზისში ჩავარდნენ.

Alphabet-ის ხელმძღვანელმა სუნდარ პაჩიმ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია შემოსავალი რეკლამებისგან, თუმცა კომპანიის აქციები უმალვე აიწია, როდესაც ფირმამ ივარაუდა, რომ სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.

Facebook-ში აღნიშნავენ, რომ პანდემიას გავლენა აქვს მათ სარეკლამო ბიზნესზე და კომპანიის კვარტალური მოგება იმატებს უფრო ნელა, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში, თუმცა სწრაფი ვარდნა არ დაფიქსირებულა, ისე როგორც ამას ბეჭდური მედია დაეჯახა, რომელიც დამოკიდებულია რეკლამებზე.

Apple-ს შეუმცირდა ელექტროობის გაყიდვები, მათ შორის აიფონის, მაგრამ გაიზარდა ინტერნეტ-სერვისების შემოსავალი.

ასევე გაიზარდა Amazon-ის ონლაინ-გაყიდვები. კომპანიის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ არ დაელოდონ დივიდენდებს, რადგან მოგება მისი პრიორიტეტი ამჟამად არ არის.

მანამდე, სტრატეგია „ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა, რათა მივაღწიოთ აღმასვლას“ იყო ჯეფ ბეზოსის მთავარი მოტივატორი, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მისი კომპანია კრიზისის შემდეგ ყველაზე მოგებული იქნება.

Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა, რომ ციფრულმა ტრანსფორმაციამ, რომელსაც 2-წლიანი გზა უნდა გაევლო, ტრანსფორმაცია 2 თვეში განიცადა.

ბარაკ ობამას  ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ჯეისონ ფურმანი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უფრო დეტალურად დაარეგულირონ მაღალი ტექნოლოგიების გიგანტები.

„თუ ეს მოვლენები მათ გავლენას კიდევ უფრო გაზრდის, მომავალში კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემებს დავეჯახებით“, – განაცხადა ეკონომისტმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Coca-Cola თუ Pepsi

0

მზიურის პარკის რეაბილიტაცია სრულდება