in

მარიამ გაგუა Klarna-ს გუნდის წევრი გახდა

მარიამ გაგუა მსოფლიოში მოწინავე FinTech კომპანია Klarna-ს გუნდს შეუერთდა. მან პროდუქტების მენეჯერის პოზიცია დაიკავა. 

Klarna 147 მილიონ მომხმარებელს გამარტივებულ ფინანსურ და სავაჭრო სერვისებს სთავაზობს და კორპორატიული კულტურითა თუ სამუშაო პროცესების მრავალფეროვნებით არის გამორჩეული.

მარიამმა კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი სან დიეგოს უნივერსიტეტში დაამთავრა. მუშაობდა საქართველოს ბანკში, მობილური აპლიკაციის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

Klarna-ში მოსახვედრად გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც შეარჩიეს მარიამი ამ პოზიციაზე არის უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ინჟინერიაში, რელევანტური გამოცდილება საქართველოს ბანკში და გამოცდილება სოციალური მედიის კონტენტის შექმნაში – მარიამმა ორი წლის წინ „იუთუბზე“ შექმნა არხი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც ინფორმაციას აწვდიდა ტექნოლოგიების სამყაროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე.

მარიამ გაგუა იუთუბზე კიდევ ერთი არხის შექმნას გეგმავს, სადაც თავის ყოველდღიურ გამოცდილებასაც გაგვიზიარებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

10-12 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

Globalize EU – კონფერენცია პარიზში, სადაც საქართველო ევროპას შეხვდება