in ,

შექმენი მომავალი მოგონებები argacherde.ge-ზე – „საქართველოს ბანკის“ კამპანია

საყვარელ ადგილებს მალე დავუბრუნდებით, იქამდე კი შეგიძლიათ, შეარჩიოთ სასურველი შეთავაზება argacherde.ge-ზე და დაიწყოთ მომავალი მოგონებების შექმნაზე ზრუნვა. 

​„საქართველოს ბანკმა“ პანდემიის პერიოდში ქართული ბიზნესის დასახმარებლად კამპანია წამოიწყო. პლატფორმა argacherde.ge საშუალებას გვაძლევს, თანხა გადავურიცხოთ იმ ობიექტებს, რომელთა მუშაობა პანდემიის გამო, დროებით შეჩერებულია. თანხის გადარიცხვის შემდეგ ვიღებთ მომავლის შეთავაზებას, რომელსაც ობიექტის გახსნისთანავე გამოვიყენებთ. 

პლატფორმაზე უკვე 104 ბიზნეს ობიექტი დარეგისტრირდა, მათ შორის, სილამაზის სალონები, რესტორნები, სპა ცენტრები, სასტუმროები და ა.შ. გაყიდულია 772 ვაუჩერი და მობილიზებულია 120 056 ლარი.

ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა მარტივად შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომლის საქმიანობაც საცალო გაყიდვებს უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ყველაფერი, რაც Miami Ad School Tbilisi-ის შესახებ უნდა იცოდე

Tinder-ზე პარტნიორის ძებნას მსოფლიო მასშტაბით შეძლებთ