in

10 უფასო რესურსი TOEFL-ის გამოცდის ჩასაბარებლად

TOEFL-ის სერთიფიკატი უცხოურ კოლეჯებში და უნივერსიტეტებში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სერთიფიკატი ინგლისური ენის ცოდნის საერთაშორისო დასტურია, რომლის ჩაბარების შემთხვევაში, კარი – უამრავი შესაძლებლობისთვის იხსნება.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 უფასო რესურსს, რომლებიც ინგლისური ენის შესწავლასა და TOEFL-ის გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ.

  • ETS TOEFL –  TOEFL-ის საგამოცდო ოფიციალური გვერდი: ფორმატი,რესურსები,რეკომენდაციები და სხვა.
  • Learn 4 Good  – შეიცავს ტესტების მაგალითებს. ასევე ავლენს გამოცდის არს და შედეგების გამოთვლის  მეთოდს. ცოტა ხნის წინ კი საიტზე იყო დამატებული ის უნივერსიტეტები, რომლებიც TOEFL-ის სერთიფიკატს ითხოვენ.
  • Get TOEFL – ამ საიტზე კი, არა მხოლოდ TOEFL-ის ტესტების მაგალითებს ნახავთ, არამედ საჭირო რესურსების სიას, რომელიც სწავლაში დაგვეხმარება.
  • Test Magic – აქ კი თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ TOEFL-ის ტესტების საცდელი ვერსია, ასევე წაიკითხოთ რჩევები ესეს დასაწერად.
  • TestDEN – TOEFL-ის იმიტირებული საგამოცდო ტესტები.
  • Good Luck TOEFL  – ტესტების მიმოხილვა და რესურსები(კითხვა, მოსმენა, მეტყველება და ასე შემდეგ).
  • Test Prepreview  – ინფორმაცია გამოცდაზე და ტესტების რამდენიმე მაგალითი. ასევე გარდა TOEFL, საიტზე განთავსებულია სხვადასხვა ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გამოავლინოთ თუ რამდენად იცით ინგლისური ენა.
  • Quiz Tree  – მოგეხმარებათ აითვისოთ სიტყვების მარაგი და გრამატიკა, რომელიც გამოცდისთვის დაგჭირდებათ.
  • Nonstop English – სავარჯიშოები ისეთი გამოცდებისათვის, როგორიცაა  TOEFL და სხვა.
  • Test Preppractice – რამოდენიმე სავარჯიშო ტესტი და ასევე წიგნებისა და იმ მასალების ბმულები, რომლებიც გამოცდის ჩასაბარებლად დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ორიგინალური ხელის თხოვნა და საჩუქრად ბაიკი – ბაიკერი წყვილის ამბავი

კომპანია აჭარაბეთი Startup Grind-ის მხარდამჭერია და წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს