in , ,

Adidas-ში ვაკანსიების 30% აფრო და ლათინოამირეკელების დასასაქმებლად იქნება განკუთვნილი

Adidas-ი ახალი ინიციატივით გამოდის – ვაკანსიების მინიმუმ 30%-ი აფრო და ლათინოამირეკელების დასასაქმებლად იქნება განკუთვნილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ათობით ცნობილი კომპანია გამოვიდა მსგავსი ინიციატვით. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობა „Black Lives Matter”-ს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„სანამ ჩვენ ინკლუზიის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, მეტი უნდა გავაკეთოთ ისეთი გარემოს შესაქმნელად სადაც ყველა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, სადაც ყველას ერთანაირი შესაძლებლობები ექნებათ საკუთარი კარიერის განსავითარებლად“, – განაცხადა Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ რორსთიდმა.

აღსანიშნავია, რომ Adidas-ი 20 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს აფროამერიკელი საზოგადოების ინტერესების დასაცავად მომავალი 4 წლის განმავლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ნიდერლანდების ღამის კლუბში სტუმრებს ჯდომა მოეთხოვებათ

Venue.რჩევები – როგორ უნდა განმარტოთ გასაუბრებაზე სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი