in ,

Venue.რჩევები – როგორ უნდა განმარტოთ გასაუბრებაზე სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი

სტატიაში გთავაზობთ იმ სავარაუდო პასუხებს, რაც შეგიძლიათ, გასაუბრებაზე გამოიყენოთ თან ისე, რომ არ იცრუოთ და საქმიანი ურთიერთობების ეთიკური ნორმები არ დაარღვიოთ.

სამსახურის გასაუბრებაზე დასმულ კითხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთგვარ უხერხულობას იწვევს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი იმდენად დელიკატურია, ამაზე საუბარი არავის სურს. თუმცა ისევე როგორც ყველა, ამ სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი და უხერხულობის თავიდან არიდება მარტივად არის შესაძლებელი.

სამსახურის გასაუბრებაზე დასმულ კითხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთგვარ უხერხულობას იწვევს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი იმდენად დელიკატურია, ამაზე საუბარი არავის სურს. თუმცა როგორც ყველა, ისე ამ სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი და უხერხულობის თავიდან არიდება მარტივად არის შესაძლებელი.

სტატიაში გთავაზობთ იმ სავარაუდო პასუხებს, რაც შეგიძლიათ, გასაუბრებაზე გამოიყენოთ თან ისე, რომ არ იცრუოთ და საქმიანი ურთიერთობების ეთიკური ნორმები არ დაარღვიოთ.

სამსახურიდან წამოსვლის სავარაუდო მიზეზები

1. თქვენი ღირებულებები აღარ შეესაბამება კომპანიის მისიას

2. გსურდათ დამატებითი ანაზღაურება

3. ეძებთ ახალ გამოწვევებს

4. გსურთ ახალი სამუშაო, რომელიც კარიერულად ზრდის საშუალებას მოგცემთ

5. პირადი ან ოჯახური მდგომარეობის გამო მოგიწიათ სამსახურის დატოვებამ

6. ახალ ქალაქში გადასვლა გადაწყვიტეთ

7. გსურთ სამუშაო მიმართულების შეცვლა

8. თქვენი პიროვნული თვისებები კომპანიის კულტურას არ შეესაბამება

9. გსურთ ახალი შესაძლებლობები

10. გსურთ ახალ კომპანიაში მუშაობა

გსურთ ახალი სამუშაო, რომელიც კარიერულად ზრდის საშუალებას მოგცემთ

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიზეზი, რითაც შეგიძლიათ, სამსახურიდან წამოსვლა ახსნათ, რადგან კარიერული ზრდა ბუნებრივია, ყველა ნორმალური ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. გთავაზობთ შაბლონს, როგორ შეიძლება ამ მიზეზის ფორმულირება გასაუბრებაზე.

„ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ჩემს გუნდსა და თანამშრომლებს, მაგრამ უკვე იმ საფეხურს მივაღწიე, რომლის იქითაც განვითარების პერსპექტივას ვეღარ ვხედავ ჩემს ამჟამინდელ გუნდში. შეგიძლიათ, მითხრათ, კარიერული ზრდის რა შესაძლებლობები ექნებათ თქვენთან დასაქმებულებს“?

გსურთ სამუშაო მიმართულების შეცვლა

ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი პროფესიის ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროში ცდის, ამიტომ სამსახურის დატოვება იმ მოტივით, რომ განსხვავებულ სფეროში გსურთ მუშაობის გაგრძელება, სავსებით გონივრულია. ასეთ შემთხვევაში, თამამად შეგიძლიათ, თქვათ, რომ ახალი საქმის შესწავლა გსურთ.

„ვეძებ ახალ შესაძლებლობებს და მსურს ახალი რაღაცის სწავლა, რის საშუალებასაც ჩემი ამჟამინდელი კომპანია ვერ იძლევა“.

ეძებთ ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს

სამსახურის დატოვება შესაძლოა, ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების პოვნის მიზეზით გსურდეთ და გასაუბრებაზე ამ მოტივის დასახელება კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს პოტენციურ დამსაქმებელზე. ინტერვიუს დროს კარგია, თუ აღნიშნავთ, რომ გსურთ სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ახალი გამოწვევების მიღება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ამჟამინდელმა დამსაქმებელმა კომპანიამ დიდი გამოცდილება შემძინა, მაინც ვეძებ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც უკეთ მოერგება ჩემს მიზნებს. საინტერესო იქნება ახალ სამუშაო გარემოში გადასვლა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა“.

რას ამბობთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს, არსებობს გამოსავალი, როგორ აუხსნათ პოტენციურ დამსაქმებელს ამის მიზეზები. გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, დეტალებზე კონცენტრირება საჭირო არ არის და უმჯობესია, ზოგად კონტექსტში ისაუბროთ.

„რეალურად რომ შევაფასოთ, მე მესმის ჩემი ყოფილი დამსაქმებლის, რადგან როდესაც სამსახურს ვიწყებდი, სხვა მოლოდინები მქონდა და მოგვიანებით, აღმოვაჩინე, რომ განსხვავებული საქმის კეთება მსურდა. ძალიან ბევრი ვისწავლე მათ კომპანიაში და ახლა დიდი ინტერესით ველოდები ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩემი მომდევნო სამსახური მომცემს. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და აკადემიური ცოდნა ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც თქვენს კომპანიაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის არის საჭირო“.

როგორ უნდა ახსნათ, თუ კომპანია არ მოგწონდათ ან ხელფასით იყავით უკმაყოფილო

სამსახურიდან წამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია დაბალი ხელფასი ან არაჯანსაღი სამუშაო გარემო. ბუნებრივია, როდესაც პოტენციურ დამსაქმებელთან ამ ორ მიზეზზე გსურთ საუბარი, ბეწვის ხიდზე გიწევთ გავლა, რადგან ამ მიზეზებზე საუბარმა, შესაძლოა, თქვენი რეპუტაცია დააზიანოს. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას, როგორ შეიძლება ხელფასსა და სამუშაო გარემოზე ისე ისაუბროთ, რომ წინა სამსახურის ლანძღვა არ გამოგივიდეთ.

თუ კომპანია არ მოგწონდათ

„ამ ეტაპზე, ვმუშაობ, რომ გავიზარდო როგორც კარიერულად, ისე პიროვნულად, განსაკუთრებით კომუნიკაციების სფეროში. სამწუხაროდ, ჩემი წინა დამსაქმებელი კომპანია და პოზიცია, რაზეც ვმუშაობდი, არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას. ამიტომ მსურს, მუშაობა დავიწყო თქვენს კომპანიაში, სადაც კომუნიკაცია და კოლაბორაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა“.

თუ მეტი ანაზღაურება გსურდათ

როდესაც სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად არასაკმარისი ოდენობის ხელფასს ასახელებთ, ამაზე საუბარი საკმაოდ სარისკოა, რადგან ეს შესაძლოა, სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდეს დამსაქმებლისთვის. ამიტომ არსებობს ზოგადი ახსნა-განმარტება, რომელიც გაანეიტრალებს იმ ნეგატიურ ემოციას, რაც ხელფასზე საუბარს შეიძლება, რომ მოჰყვეს.

„მუშაობის პროცესში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი და ასევე კმაყოფილი იყოს დამსაქმებელი. მსურს, ასევე აღვნიშნო, რომ სამუშაოს შესრულების დროს კომპენსაციაც ერთგვარი მოტივატორია ჩემთვის, რომ პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა“.

თუ სამუშაო მოგბეზრდათ

სამუშაოს მობეზრების ერთ-ერთი მიზეზი ხდება ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის განცდა, როდესაც სამსახური სიამოვნებას აღარ განიჭებთ. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა თქვენი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა არ შეესაბამება იმ სამუშაოს, რასაც ასრულებთ, ან არ გაქვთ საკმარისი გამოწვევები, რომლებთან გამკლავება უკეთ მუშაობის სტიმულს მოგცემდათ.

„ჩემმა სამსახურმა დიდი გამოცდილება მომცა, მაგრამ ვეძებ ახალ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რომლებიც ჩემი პროფესიული უნარების გაუმჯობესების საშუალებას მომცემს“.

იმედია, სტატიაში ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ სამსახურის გასაუბრების ინტერვიუმდე მოსამზადებელ სამუშაოებში. მთავარია, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზები წინასწარ ჩამოწეროთ და შეარჩიოთ ნეიტრალური ლექსიკა მათზე საუბრისას, რათა მომავალ დამსაქმებელს თქვენზე პოზიტიური შთაბეჭდილება შეექმნას. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია წინა დამსაქმებელზე სიძულვილის ენით საუბარი ან კომპანიის ლანძღვა, როგორი გამოცდილი კადრიც არ უნდა იყოთ, თუ გასაუბრებაზე აგრესიულად მოიხსენიებთ წინა სამსახურს, იცოდეთ, რომ აუცილებლად უარს მიიღებთ.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და წარმატების მეტი შანსი გექნებათ. წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Adidas-ში ვაკანსიების 30% აფრო და ლათინოამირეკელების დასასაქმებლად იქნება განკუთვნილი

„თიბისი“ თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას კიდევ ერთხელ სთავაზობს