გამომძიებელი რეპორტიორების წინაშე, ჟურნალისტიკური ეთიკის ნორმების დაცვის თვალსაზრისით, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ანონიმური რესპოდენტების იდენტობის დაფარვა. თუ დღემდე, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ პრობლემის მოგვარება მემონტაჟეებს ევალებოდათ, დღეს უკვე მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი რესპონდენტების სახის ან თუნდაც სხეულის დაფარვა. მნიშვნელოვანია რომ აპლიკაციის დახმარებით რესპოდენტის ხმის ცვლილებაცაა შესაძლებელი.
Anonymous Camera კონტენტს რეალურ დროში ამუშავებს, რაც მსგავს აპლიკაციებში აქამდე შესაძლებელი არ იყო. აპლიკაციით გადაღებული ვიდეოები და ფოტოები მხოლოდ დაშიფრული და დაფარული სახით არსებობს და მათ „ორიგინალს“ არათუ სხვა, თქვენც ვერსად იპოვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ტელეფონი ვინმეს ხელში აღმოჩნდება, ის ვერ შეძლებს ისეთი გამოსახულების პოვნას, რომლითაც აპლიკაციის დახმარებით ჩაწერილი რესპონდენტის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი.
აპლიკაცია ბრიტანულ სტარტაპ კომპანია Playground-ს ეკუთვნის. აპლიკაცია app store-ში უკვე ხელმისაწვდომია.
Loading…